02 აგვისტო, 2019
რატომ მიმართა პოლიციას ლელა წურწუმიამ
რამდენიმე დღის წინ "რეიტინგი" წერდა, რომ ცნობილი ქართველი მომღერალი ლელა წურწუმია კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა.

მას ინსტაგრამის პირადი გვერდი გაუტეხეს, სადაც ასიათასზე მეტი მიმდევარი ჰყავდა და ყველა პოსტი წაუშალეს.

"რეიტინგი" ლელა წურწუმიას პროდუსერს და მეუღლეს კახი მამულაშვილს დაუკავშირდა და შეეცადა გაერკვია, მიმართა თუ არა ამ საკითხზე ქართველმა დივამ სამართალდამცავებს.

- ორი კვირის წინ გაუტეხეს ლელას ინსტაგრამი და ამდენი ხნის მანძილზე რასაც დებდა, ყველაფერი წაუშალეს. მას ვერიფიკაცია აქვს მინიჭებული ინსტაგრამზე და ამიტომ პროფილს მის სახელს ვერ უცვლიან.

ლელამ მიმართა უკვე სამართალდამცავებს და იმედი გვაქვს, დავიბრუნებთ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS