01 აგვისტო, 2019
"ნანუკა არის ქართველი ქალის საუკეთესო გამოვლინება" - როგორ მიულოცა მიხეილ სააკაშვილმა ნანუკა ჟორჟოლიანს დაბადების დღე
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი რამდენიმე დღის წინ 40 წლის გახდა. ნანუკას გუშინდელი გადაცემა მის დაბადების დღეს მიეძღვნა, სადაც მას მეგობრებმა და რესპონდენტებმა სახალხოდ მიულოცეს დაბადების დღე.

ნანუკამ საკუთარი დაბადების დღე ორიგინალურად აღნიშნა და დაბადების დღე იმ ადამიანებს მიულოცა, რომლებსაც სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამის საშუალება არასდროს ჰქონიათ.

ტელეწამყვანს დაბადების დღე მიულოცა ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც.

„არის რაღაცეები, რაც არის მუდმივი ფასეულობები და ნ
ამდვილი ინსტიტუტები ცხოვრებაში. ნანუკა არის ჩემი და ბევრი ქართველის ცხოვრების მუდმივი ფასეულობა, მუდმივი ყოფნა ამ ცხოვრებაში.

იმის გარდა რომ ნიჭიერია, სულ განახლებადია, რაღაც ახალი უნდა და პატარა გოგოდ გამოიყურება. გარდა ამისა, აქვს მთავარი თვისება, არასოდეს არ იცვლის პრინციპებს და არ იყიდება. მაგარი თავზეხელაღებული, გაბედული გოგოა.

ქართველი ქალები გაბედულებით და პატიოსნებით ჯობიან კაცებს, ნანუკა არის ქართველი ქალის საუკეთესო გამოვლინება, თავის გამბედაობაში და თავის პრინციპულობით“, - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა მილოცვისას.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
vvv
რატომ უნდა იცოდეს და აინტერესებდეს ქვეყნის პირველ პირს (თუნდაც ასეთი მოცემულობისას) რიგითი ჟურნალისტის (?) დაბადების დღე, რა სიბეცეა?
23:11 / 02-08-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS