24 მარტი, 2014
ერეკლე დეისაძე მონასტერში წავიდა... დაშორდა თუ არა ცოლს მწერალი?
ფოტოები იმიტომ აღარ გვიდევს, რომ აღთქმა მაქვს დადებული ერთობლივ ფოტოებზე რამდენიმე კვირის წინ ჭორი გავრცელდა, რომ სკანდალური მწერალი ერეკლე დეისაძე ცოლს გაშორდა. ერეკლე და კრავაი ტყემალაძე 2012 წლიდან ერთად ცხოვრობდნენ. მაშინ კრავაი 17 წლის იყო, ერეკლე 22- ის. კრავაი რუსთვიდანაა და ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გაშორების შემდეგ კრავაი რუსთავში, დედასთან გადავიდა საცხოვრებლად. ინფორმაციის დასაზუსტებლად, ერეკლეს სოციალური ქსელის საშუალებით დავუკავშირდით, თუმცა რამდენად შეეფერება სიმართლეს და რამდენად ადეკვატურია ჩვენს კითხვებზე მის მიერ გაცემული პასუხები, ეს მკითხველმა განსაჯოს.

- ერეკლე
გავიგეთ, რომ ცოლს დაშორდით მართალია?
- არ არის მართალი, პირად თემებზე საუბარი არ მიყვარს.
- მაშინ საიდან გავრცელდა ეს ჭორი, ''ფეისბუქზეც'' აღარ აქვეყნებთ საერთო ფოტოებს, რატომ?
- ეგრე იმდენი ჭორი დადის ჩემზე. ფოტოები იმიტომ აღარ გვიდევს, რომ აღთქმა მაქვს დადებული ერთობლივ ფოტოებზე. მას ჰკითხეთ.
- ვის, ცოლს?
- მე მონასტერში ვიყავი.
- როდის, ახლა?
- კი, ახლა ჩამოვედი.
- რომელ მონასტერში?
- მარტვილში.
- რატომ იყავით?
- პოლიტიკაში მივდივარ და პიარისთვის მჭირდება.
- ალბათ ხუმრობთ.
- არა, მართლა ვამბობ. ცოლი ხელს მიწყობს და ძალიან ბედნიერია ამის გამო, ყველანაირად მეხმარება. თან ძალიან დიდი გეგმები მაქვს პოლიკიტური და ჩემი და ჩემი ცოლის ერთობლივი თამაშია ეს. ოღონდ ამას ინტერვიუსთვის არ გეუბნებით.
- მე ხომ ინტერვიუსთვის გწერთ?
- მაშინ აღარ გიპასუხებთ. აი ეგეთი კეთილი ვარ, ყველას ვენდობი. მე საიდუმლოებები გაგიმხილეთ და თქვენ არ უნდა გამყიდოთ. თორემ პოლიტიკაში რომ მოვალ სამაგიეროს გადაგიხდით.

ეკა ჩიკვაიძე
სპეციალურად ''რეიტინგი'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
გატეხილი თავი
ვეღარ გამთელდები,აი სამუდამოდ თუ დაერჩები მონასტერში სხვა ამბავია...
05:55 / 25-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ემიგრანტი
კარგად ხუმრობს!
23:56 / 24-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნონა
დეისაძისნაირები უმრავლოს ამ ჟურნალისტს საკუთარ ოჯახში!!!
22:08 / 24-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS