01 აგვისტო, 2019
"ივანიშვილმა საზოგადოება ორ ნაწილად გახლიჩა" - ბუბა კიკაბიძე
"ივანიშვილმა საზოგადოება ორ ნაწილად გახლიჩა, ერთ მხარეს არიან მისი მხარდამჭერები, რომლებსაც მან სამსახური დააწყებინა", - ეს განცხადება ბუბა კიკაბიძემ რადიო თავისუფლების ყირიმის ბიუროსთან საუბრისას გააკეთა.

ინტერვიუში მან 20 ივნისის ღამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე და ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა.

კითხვაზე, როგორ უნდა აიხსნას, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნის გზაზე, საზოგადოება მშვიდად რეაგირებდა პრორუსულ პოლიტიკაზე, ბუბა კიკაბიძე პასუხობს:

„როდესაც ბიძინა ივანიშვილი მოვიდა საქართველოში, ჩემს მეუღლეს ასე ვუთხარი: არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ მე მას საქართველოს
პარლამენტის დირექტორს ვეძახი.

ივანიშვილმა საზოგადოება ორ ნაწილად გახლიჩა, ერთ მხარეს არიან მისი მხარდამჭერები, რომლებსაც მან სამსახური დააწყებინა. რადგან სამსახურის შოვნა რთულია, სწორედ ამით იჭერს ადამიანებს. მეორე მხარეს კი ის ხალხი, ვისაც ივანიშვილი არ მოსწონს და ლანძღავს“,- განაცხადა კიკაბიძემ რადიო თავისუფლების ყირიმის ბიუროსთან ინტერვიუში.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS