31 ივლისი, 2019
რა გეგმები აქვთ თანამედროვეობის ყველაზე ნიჭიერ და პოპულარულ ქართველ მომღერლებს
2 აგვისტოს, პარასკევს, ლიზა კალანდაძისა და გიორგი ცხადაძის ბენდის 4+2 პრეზენტაცია გაიმართება.

სხვადასხვა მუსიკალური პროექტის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, ერთად გააგრძელონ მუსიკალური კარიერა და ამისთვის ბენდის შემდეგი შემადგენლობა შეკრიბეს: ლევან გიგაური - კლავიში, ბაჩო ამანათაშვილი - დრამი, მახო წარელიძე - ბას გიტარა და გიორგი ტავლალაშვილი - გიტარა, ბენდის პროდიუსერია დეა ანდრონიკაშვილი.

პრეზენტაციაზე, რომელიც მუსიკალურ სივრცესა და ბარში „ქაოსი“ გაიმართება, ბენდი ქართული და მსოფლიო ჰიტების შესრულებას გეგმავს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS