31 ივლისი, 2019
თეონა ცხომელიძემ "რუსთავი 2" დატოვა - "ვწუხვარ, რომ ჩემი მეგობრები და კოლეგები კრიზისულ დროს მივატოვე, თუმცა..."
"კუ­რი­ე­რის" ჟურ­ნა­ლის­ტმა თე­ო­ნა ცხო­მე­ლი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2" და­ტო­ვა. ცხო­მე­ლი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე თვის წინ მი­ი­ღო, თუმ­ცა, მისი წას­ვლა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და­ემ­თხვა.

"გა­ვან­თა­ვი­სუფ­ლე ჩემი "სწენ­კა" ნი­უს­რუმ­ში.

13-წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის, უამ­რა­ვი დრო­ის, ემო­ცი­ის და ენერ­გი­ის და­ხარ­ჯვის შემ­დეგ წა­მო­ვე­დი ად­გი­ლი­დან, რო­მე­ლიც ოჯა­ხის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარ­და.

ვწუხ­ვარ, რომ ჩემი მე­გობ­რე­ბი და კო­ლე­გე­ბი კრი­ზი­სულ დროს მი­ვა­ტო­ვე, თუმ­ცა მათ კარ­გად იცი­ან - გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით ადრე, ივ­ნის­ში მი­ვი­ღე.



სენ­ტი­მენ­ტებს ჩემ­თვის და­ვი­ტო­ვებ, მად­ლო­ბა რუს­თა­ვი 2-ს
გა­მოც­დი­ლე­ბი­სათ­ვის. პირ­ვე­ლად ცხოვ­რე­ბა­ში წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს რას გა­ვა­კე­თებ და სად ვიქ­ნე­ბი. ერთი ვიცი - ცოტა დას­ვე­ნე­ბა და­ვიმ­სა­ხუ­რე და ასეც ვა­პი­რებ...", - და­წე­რა თე­ო­ნა ცხო­მე­ლი­ძემ.

ჟურ­ნა­ლის­ტი 2006 წლი­დან მუ­შა­ობ­და "რუს­თა­ვი 2"-ში და "კუ­რი­ე­რის" სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­რეს­პონ­დენ­ტი იყო. ძი­რი­თა­დად მუ­შა­ობ­და პო­ლი­ტი­კურ და სო­ცი­ა­ლურ თე­მებ­ზე.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ცხო­მე­ლი­ძესა და ნო­დარ მე­ლა­ძეს, რო­მე­ლიც "რუს­თა­ვი 2"-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სია, და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ და ჟურ­ნა­ლის­ტის ტე­ლე­კომ­პა­ნი­ი­დან წას­ვლა სწო­რედ ამან გა­მო­იწ­ვია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS