ია ფარულავას გადაცემაში "ფარული კონვერტი" მოცეკვავემ თავის ცხოვრებაზე გულახდილად ისაუბრა და რთული პერიოდებიც გაიხსენა, რომლის გადალახვაში საკუთარი ნებისყოფა და ეკლესია დაეხმარა. ერთ-ერთი ასეთი ეტაპი მის ცხოვრებაში აზარტული თამაშებით გატაცება იყო. ლუდომანიის ეტაპი დაახლოებით 5 წელი გრძელდებოდა 90-იანი წლების ბოლოს და
"რეპეტიციიდან გამოვდიოდი, შევდიოდი კაზინოში, კაზინოდან გამოვდიოდი, შევდიოდი რეპეტიციაზე... მადლობა ღმერთს, ტვინი მეყო და ისეთი თანხა არ წამიგია, რომ დავღუპულიყავით მეც და ჩემი ოჯახიც.
დღემდე ლომბარდშია მთელი ჩემი ოქროულობა და ბრილიანტები, რასაც ბებია და დედა მიგროვებდნენ... გამქონდა და შემომქონდა, გამქონდა და შემომქონდა...
თამაშში კარგავ ჯანმრთელობას, დროს, ნერვებს, ფულზე აღარც არის ლაპარაკი... იქ ცხოვრებას კარგავ... გაზომბებული თამაშობ, იმისთვის კი არა, რომ ფული მოიგო, არამედ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ითამაშო. ამიტომ, ახალ თაობას მთელი გულით ვთხოვ, არ გეგონოთ რომ თქვენ ეს არ დაგემართებათ, მეც მეგონა, რომ ერთხელ გავაკეთებდი, მაგრამ... მე მიშველა ღმერთმა...
ჩემმა ქმარმა, გუჯამ იმდენი გადაიტანა მაგ დროს, მამაომ უთხრა - სასუფეველში გზა ხსნილი გაქვს, შეგიძლია, ლოცვებიც აღარ იკითხოო...
9 თვის ორსული ვიყავი მეორე შვილზე, მირიანზე. სახლში მივედი, აბაზანაში შევედი და მივხვდი, რომ მეწყება მშობიარობა. გავვარდით სამშობიაროში, ორ საათში ვიმშობიარე და ცოტა ხანში მირეკავენ კაზინოს მეგობარი გოგონები: თეა დღეს რომელზე მოხვალო. ვუთხარი დღეს ბიჭი გავაჩინე, ვერ მოვალ-მეთქი. წარმოიდგინეთ, 9 თვე ისინი ყველა მონაწილე იყვნენ, როგორ მეზრდებოდა შვილი მუცელში, 9 თვე, ორსული ვთამაშობდი კაზინოში... ნორმალური ვიყავი მე?! მახსოვს, მიწისძვრა მოხდა, კედელი გაიხსნა კაზინოსი, "ლუსტრა" ჩამოვარდა, ყველა გარბოდა, მე კი მოგებული "ფიშკებით" ვიჯექი მაგიდასთან და არ ვიძროდი.
ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ ბავშვები მისმენენ, თან ჩემი მოსწავლეა ნახევარი საქართველო და ზუსტად იციან, რომ არ ვატყუებ არც ერთ სიტყვას: თუ დრო გაქვთ დასაკარგი, ჯანმრთელობა დასაკარგი, ცხოვრება დასაკარგი, ფულიც დასაკარგი, კი ბატონო... თამაშში რომ ვინმე რამეს იგებდეს, არ არსებობს...", - ისაუბრა თეა დარჩიამ "ფარულ კონვერტში".