31 ივლისი, 2019
როგორ ეხმაურება გია ჯაჯანიძე მისი გადაცემის დახურვას
ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე მაყურებელს დაემშვიდობა. მან გადაცემის “სხვა რაკურსი” ერთგულ მაყურებელს, თითოეულ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა:

“ჩემო ძვირფასო, ჩემო საყვარელო, გულშემატკივარო, ერთგულო მაყურებელო. თქვენც მოგმართავთ, ვისაც ჩემი გადაცემა არ მოგწონდათ და მაკრიტიკებდით. მადლობა ყველას.

მადლობა განგებას, რომ მომცა საშუალება ვყოფილიყავი მაღალ რეიტინგული შოუს წამყვანი. მადლობა განგებას, რომ მომეცა საშუალება მიმეღო უკიდეგანო გამოცდილება.

მუდმივი რომ არაფერია, ბავშვობიდან ჩამინერგეს, ამიტომ არასდროს არაფრის მეშინოდა.

არ მეშინოდა წარუმატებისლობის, არც წარმატების მეშინოდა და არც წარმატების დაკარგვის შიში მაქვს.

წარმატების დაკარგვის შიში
იმ ადამიანებს აქვთ, ვისაც შემთხვევით გაუმართლათ.

მე ჯერ ადამიანი ვარ და მერე სხვა დანარჩენი, შეძენილი თუ ნასწავლი თვისებებით.

არაფერი შემთხვევითი არ არის, ყველაფერს ჩვენ ვქნით. ჩვენ ვანგრევთ.

გეშინოდეს თქვენი ფიქრების თუ ისინი უარყოფითია.

გეშინოდეთ იმ ადამიანების ვიზედაც უარყოფითს ფიქრობთ და საუბრობთ.

გშინოდეს, როცა სხვისი ცუდი გიხარია და ფიქრობ, რომ ის ღირსია ცუდად იყოს.

წიწაკა მწარეა, ბევრ შაქარს შეიცავს”, – დაწერა გია ჯაჯანიძემ სოციალურ ქსელში.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
Ekaterine
Carmatebebi gmerti gparavde
19:15 / 03-08-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS