30 ივლისი, 2019
"ნანუკას შოუ" იხურება - რა გეგმები აქვს ტელეწამყვანს
სექტემბრიდან “ნანუკას შოუ” დაიხურება. ტელეწამყვანი ახალი სეზონიდან მაყურებელს სხვა გადაცემას შესთავაზებს.

როგორც “ფორტუნას” ნანუკა ჟორჟოლიანმა განუცხადა, “ნანუკას შოუმ” საკუთარი თავი ამოწურა და ახლა დროა, რომ ის შეიცვალოს.


ტელეწამყვანმა "ფორტუნასთან" საუბარში ხაზი გაუსვა, რომ გადაცემა არავითარ შემთხვევაში პოლიტიკური არ იქნება. მისი თქმით, არხზე ორი პოლიტიკური თოქ-შოუა და ეს საკმარისია.

რაც შეეხება ახალ ფორმატს, ის სოციალური თოქ-შოუ იქნება, თუმცა, როგორც ტელეწამყვანმა გვითხრა, სახელი ჯერ მოფიქრებული არ არის.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS