30 ივლისი, 2019
ლელა წურწუმიას ინსტაგრამის პირადი გვერდი გაუტეხეს
ცნობილი ვარსკვლავების პირადი გვერდები სოციალურ ქსელში განსაკუთრებით აქტუალურია, მითუმეტეს თანამედროვე სამყაროში, როცა ის ამა თუ იმ სელებრითისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროცაა.

მართალია, ინფლუენსერების ინსტიტუტი საქართველოში ჯერ კარგად არ არის ჩამოყალიბებული, თუმცა, ცნობილი კომპანიები ცდილობენ, თავიანთი პროდუქციის რეკლამირება ვარსკვლავების პირად გვერდებზე მაინც მოხდეს.

ცნობილი ქართველი მომღერალი ლელა წურწუმია სოციალურ ქსელ ფეისბუქზე აქტიურობით არ გამოირჩევა, უფრო მეტიც ის ამ სოციალური ქსელით არც კი სარგებლობს, თუმცა, აქტიური გვერდი ჰქონდა ინსტაგრამზე.

ლელა წურწუმია ინსტაგრამზე რამდენიმე თვის წინ დარეგისტრირდა და მისი
პოპულარობიდან გამომდინარე, რეკორდულად მოკლე დროში 124 ათასზე მეტი ფოლოვერი დააგროვა, თუმცა, რამდენიმე დღის წინ, ის კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა.

ქართველ დივას ინსტაგრამის პირადი გვერდი გაუტეხეს და ყველა პოსტი წაუშალეს. 


Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ელე
დივა არა,ცოლ-ქმარი ბარიგები
00:03 / 01-08-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS