თიკას დაკავებას სოციალურ ქსელში, მისი ყოფილი დედამთილი ხათუნა ხოფერია გამოეხმაურა.
საქართველოს პარლამენტი ყოფილი დეპუტატი, თინა ჯამბურიას ყოფილი დედამთილი მომღერლის დაკავებას “ფეისბუქის” გვერდზე ეხმაურება:
“ჩემი 8 წლის შვილიშვლი რატომ ზის პატრულის მანქანაში??? – 20 წუთის წინ მივუყვანე ბავშვი თიკას… ეს ყველაფერი ხდება თიკას სახლის სადარბაზოსთან, რომელიც გადათხრილია და სადაც თბილისი პანორამა შენობა შენდება… ეს რა უბედურება??? ეეეეეეეეეეე.. თქვენ ჯანზე თუ ხართ???
რატომ დააკავეს
ვინმემ გამაგებინეთ, რა უნდა 8 წლის ბავშვს პატრულის მანქანაში? კვესიტაძესთან არ გაგივიდათ და თიკა ჯამბურიას გაუჩალიჩეთ?”, – წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.
მომღერალი თიკა ჯამბურია დედასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად დააკავეს.