თბილისში, თავისუფლების მოედანზე სამართალდამცველებმა მომღერალი თიკა ჯამბურია დააკავეს. როგორც ცნობილია, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მომღერალს პოლიცია არასწორი პარკირების გამო ადმინისტრაციულად აჯარიმებდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომღერალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.