როგორც იცით, გუშინ გორის რეგიონ ფეშენ-ვიკზე დაპირისპირება მოხდა, ერთ-ერთ რესტორანში "პოსტ TV"-ს გადამღები ჯგუფის გამოჩენას სკანდალი მოჰყვა, რაზეც შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
ინციდენტის დროს ერთმანეთს ნინო ადამაშვილი და გიორგი მასხულია დაუპირისპირდნენ. ისინი გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ პოლიციაში გამოკითხვაზე.
პოლიციიდან გამოსულმა მასხულიამ საქართველო დატოვა, ის სტამბულში გაემგზავრა.