23 ივლისი, 2019
"მწვდა თმებში და თმებით მათრია" - გორის ფეშენ-ვიკი ცხარე დაპირისპირებით და თმით თრევით დასრულდა
გორში, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მას შემდეგ, რაც "პოსტ ტვ"-ის ჟურნალისტი ნინო ადამაშვილი და რობერტო მავანი გამოჩნდნენ, მოდის კვირეულის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება გორში მოდის კვირეულზე, სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელ გიორგი მასხულიასა და ჟურნალისტს შორის მოხდა.

პოლიციამ "პოსტ ტვ"-ის ჟურნალისტი და გიორგი მასხულია განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანა.

ჟურნალისტი აცხადებს, რომ გიორგი მასხულიამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და თმებით ითრია.
წყარო: qartli.ge
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS