22 ივლისი, 2019
ქართულ - ფრანგული ოჯახი - ჭავჭავაძეების შთამომავალმა წინანდალში გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა
კახეთი საქორწინო დღესასწაულებისთვის სულ უფრო მიმზიდველი მხარე ხდება, საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან დღეს საქართველოს ულამაზეს რეგიონში მხოლოდ ქართველები არ აღნიშნავენ, აქ ხშირად იხდიან ქორწილს უცხოელები და ასევე შორეულ ემიგრაციაში მყოფი წყვილები.

Rating


გუშინ წინანდალში გულბათ ჭავჭავაძის შთამომავალის ანასტასია სამფსიდის ქორწილი შედგა.
ჭავჭავაძის შთამომავლები შორეულ ემიგრაციაში მრავალი წლის წინ წავიდნენ, თუმცა, ანიკო ჭავჭავაძის ქალიშვილმა, მისი ქორწინებისთვის საქართველო შეარჩია და გრანდიოზული წვეულება წინანდლის "რედისონში" შედგა.

Rating







Rating

ანასტასიას რჩეული ფრანგი ანდრიას ქოგენია, წყვილმა ჯვარი ალავერდის ტაძარში დაიწერა, ხოლო შემდეგ წინანდლის მამულში გადაინაცვლეს,
სადაც გრანდიოზული საქორწინო წვეულება შედგა. ქორწილში სტუმრები ძირითადად საფრანგეთიდან იყვნენ მოწვეული, სტუმრებს შორის იყო ნინო სუხიშვილი, რომელსაც გულბათ ჭავჭავაძის ოჯახთან ნათესაობა აკავშირებს.



ნეფე-პატარძალს და მათ მეჯვარეებს ქორწილში ქართული ტრადიციული სამოსი ეცვათ, სპეციალურად ამ დღისთვის წყვილმა დადგა ქართული ცეკვაც, რომელიც შესანიშნავად იცეკვეს.







FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS