19 ივლისი, 2019
"ვინც ფიქრობთ,რომ ევროპის ადამიანის უფლებებათა სასამართლო ბიძინა ივანიშვილმა მოისყიდა იდიოტები ხართ"
სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, „რუსთავი 2“-ის საქმეზე თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების მხრიდან, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა, მომღერალი თემო საჯაია “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:

“პოლიტიკურ სტატუსებს არადროს ვწერ, მაგრამ ამოვიდა ყელში!
პირველი:
ვინც ფიქრობთ,რომ ევროპის ადამიანის უფლებებათა სასამართლო ბიძინა ივანიშვილმა მოისყიდა, უბრალოდ იდიოტები ხართ და წარმოდგენა არ გაქვთ, არც ევროპაზე და არც სტრასბურგის სასამართლოზე!
მეორე:
ესაო და ევროპული ღირებულებები ჩვენთვის მთავარიო და ევროპაშია ხსნაო და რუსეთი არ
გვინდაო…
ჰოდა, მხოლოდ რუსეთუმეს და რუსული პოლიტიკის გამტარებელ ტვინში თუ დაიბადება ის აზრი,რომ ევროპის ადამიანის უფლებებათა სასამართლო ფულით მოისყიდეს, მსგავსი პროპაგანდა, მხოლოდ რუსულ არხებზე მომისმენია! ამიტომ, მოდით რა, უკანა ტანის თამაშს შეეშვით!
პ.ს
“ყველაფერი არის ძლიერ კარგად, ყველაფერი ძლიერ ცუდად არის”
გალაკტიონი” – დაწერა საჯაიამ სოციალურ ქსელში.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
LA
შენც ბრუტუს?...
19:35 / 19-07-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS