19 ივლისი, 2019
Walt Disney Company CIS-ის გენერალური დირექტორი კახა აბაშიძე გახდება
Walt Disney Company CIS-ის გენერალურ დირექტორად კახაბერ აბაშიძე დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ AT.ge ავრცელებს.


იგი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების, დსთ-ს და ასევე რუსეთის ხელმძღვანელის პოსტებს შეითავსებს.


კახა აბაშიძემ Disney-ში მუშაობა 2008 წელს დაიწყო და მან იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის, აფრიკისა და განვითარებული ბაზრების ტელეარხების დისტრიბუციის დარგში ვიცე-პრეზიდენტის პოციზია დაიკავა.


2014-2019 წლებში კახაბერ Disney-ს ოფისს უძღვებოდა თურქეთში, საბერძნეთში, ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, სადაც მედიადისტრიბუციის განვითარებას კურირებდა.


კახაბერ აბაშიძე Walt Disney Company
CIS-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მარინა ჟიგალოვა-ოზკანს შეცვლის, რომელიც კომპანიას 13 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. თავად მარინა ჟიგალოვა-ოზკანი 2 სექტემბრიდან “სბერბანკში” უფროსი ვიცე-პრეზიდენტის, მარკეტინგის, რეკლამისა და კომუნიკაციის ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS