19 ივლისი, 2019
რეზო გიგინეიშვილი მესამედ მილიონრების ყოფილ ცოლზე და ქართველი მოციგურავის ყოფილ საყვარელ ქალზე დაქორწინდა
ცნობილი ქართველი რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი რუსეთში დიდი წარმატებით სარგებლობს და ბულვარული პრესის სასურველი რესპოდენტია. რეზო რუსი ქალების გულთამპყრობელია, მისი პირველი მეუღლე „ვარსკვლავების ფაბრიკის“ მონაწილე ნასტია კოჩეტკოვა გახლდათ, წყვილი 2009 წელს დაშორდა. მათ საერთო შვილიც ჰყავთ.

Резо Гигинеишвили с дочерью Машей

კოჩეტკოვასთან დაშორების შემდეგ, რეზომ ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილზე ნადიაზე იქორწინა და ქორწილი საქართველოში გადაიხადა. 2013 წელს მათ ჯვარი ბოდბეში დაიწერეს, შეეძინათ ქალიშვილი ნინო.

ნადია ყველა ინტერვიუში ამბობდა, რომ რეზიკოსთან ბედნიერი იყო, მაგრამ ბედნიერებამ მხოლოდ რამდენიმე წელს გაძლო და წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

Резо Гигинеишвили с дочерью Ниной и сыном Ваней
Rating

ორი წლის წინ, „რეიტინგი“ ქართველი რეჟისორის ახალი სიყვარულის შესახებ წერდა. რეზო გიგინეიშვილი მაშინ „კინოტავრის“ ცერემონიალზე ნადეჟდა აბალენცოვასთან ერთად გამოჩნდა.

აშკარაა, რომ ჭორები 35 წლის ნადეჟდას და 37 წლის რეზოს შესახებ გამართლდა, ისინი უკვე ოფიციალურად დაქორწინდნენ.
ჟურნალმა Tatler-მა გუშინ წყვილის ხელის მოწერის ცერემონიალიდან პირველი კადრები გაავრცელა. გამოცემის ცნობით, რეჟისორი მორიგი გრანდიოზული ქორწილის გადახდას გეგმავს და უკვე სტუმრების სიაც შეადგინა.

Резо Гигинеишвили и Надежда Оболенцева

რაც შეეხება ქართველების ახალ რძალს, ის წარსულში ქართველ მოციგურავეზე ანტონ სიხარულიძეზე იყო შეყვარებული, დაქორწინებასაც გეგმავდნენ, მაგრამ ბოლო მომენტში დაშორდნენ.

რამდენიმე წლის შემდეგ, ნადეჟდა მის პირველ ქმარს, მილიონერ დენის მიხაილოვს შეხვდა და მასთან ერთად ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. ამერიკიდან მოსკოვში სამ წელიწადში დაბრუნდა და ქმარს დაშორდა.

Надежда Оболенцева и Айрат Исхаков

2014 წელს "Нефтегазиндустрия"-ს ტოპ-მენეჯერზე აირატ ისხაკოვზე გათხოვდა. წყვილს დაქორწინებამდე თითქმის 15 წლიანი ნაცნობობა აკავშირებდათ, მათ ქორწილი იტალიაში კომოზე გადაიხადეს, სადაც მოსკოვის ელიტა სრული შემადგენლობით იყო მიწვეული.

Надежда Оболенцева и Резо Гигинеишвили

ნადეჟდას ქორწილში Dolce & Gabbana-ს კაბა ეცვა, ხოლო ხელს საიუვილერო კომპანია Graff-ის ბრილიანტის ბეჭედი უმშვენებდა. ნადეჟდას მეორე ქორწინებამაც მხოლოდ სამ წელიწადს გაძლო და ოჯახი 2017 წელს დაენგრა. მაშინ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მისი ახალი საყვარელი მამაკაცი რომან აბრამოვიჩი იყო, მაგრამ რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია უცნობია, რადგან სწორედ 2017 წელს დაიწყო მისი და რეზო გიგინეიშვილის რომანი, რომელიც გუშინ ქორწინებით დასრულდა.

Резо Гигинеишвили и Надежда Оболенцева


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
Vaxo
ეს ქალი მხოლოდ მდიდრებს ედზებს,ზოგიერტს ერტხელ გატხოვებაც არ ეგირსება..
15:54 / 02-09-2019
გამოხმაურება / 0 /
ზაზა
ნაკლები წერეთ ამ ბოზბანდაზე
21:47 / 26-07-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS