კოჩეტკოვასთან დაშორების შემდეგ, რეზომ ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილზე ნადიაზე იქორწინა და ქორწილი საქართველოში გადაიხადა. 2013 წელს მათ ჯვარი ბოდბეში დაიწერეს, შეეძინათ ქალიშვილი ნინო.
ნადია ყველა ინტერვიუში ამბობდა, რომ რეზიკოსთან ბედნიერი იყო, მაგრამ ბედნიერებამ მხოლოდ რამდენიმე წელს გაძლო და წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
აშკარაა, რომ ჭორები 35 წლის ნადეჟდას და 37 წლის რეზოს შესახებ გამართლდა, ისინი უკვე ოფიციალურად დაქორწინდნენ.
ჟურნალმა Tatler-მა გუშინ წყვილის ხელის მოწერის ცერემონიალიდან პირველი კადრები გაავრცელა. გამოცემის ცნობით, რეჟისორი მორიგი გრანდიოზული ქორწილის გადახდას გეგმავს და უკვე სტუმრების სიაც შეადგინა.
რაც შეეხება ქართველების ახალ რძალს, ის წარსულში ქართველ მოციგურავეზე ანტონ სიხარულიძეზე იყო შეყვარებული, დაქორწინებასაც გეგმავდნენ, მაგრამ ბოლო მომენტში დაშორდნენ.
რამდენიმე წლის შემდეგ, ნადეჟდა მის პირველ ქმარს, მილიონერ დენის მიხაილოვს შეხვდა და მასთან ერთად ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. ამერიკიდან მოსკოვში სამ წელიწადში დაბრუნდა და ქმარს დაშორდა.
2014 წელს "Нефтегазиндустрия"-ს ტოპ-მენეჯერზე აირატ ისხაკოვზე გათხოვდა. წყვილს დაქორწინებამდე თითქმის 15 წლიანი ნაცნობობა აკავშირებდათ, მათ ქორწილი იტალიაში კომოზე გადაიხადეს, სადაც მოსკოვის ელიტა სრული შემადგენლობით იყო მიწვეული.
ნადეჟდას ქორწილში Dolce & Gabbana-ს კაბა ეცვა, ხოლო ხელს საიუვილერო კომპანია Graff-ის ბრილიანტის ბეჭედი უმშვენებდა. ნადეჟდას მეორე ქორწინებამაც მხოლოდ სამ წელიწადს გაძლო და ოჯახი 2017 წელს დაენგრა. მაშინ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მისი ახალი საყვარელი მამაკაცი რომან აბრამოვიჩი იყო, მაგრამ რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია უცნობია, რადგან სწორედ 2017 წელს დაიწყო მისი და რეზო გიგინეიშვილის რომანი, რომელიც გუშინ ქორწინებით დასრულდა.