პოპულარული მომღერლის სტატუსის პარალელურად, ის შესაშური სასიძოს ტიტულსაც ატარებს, თუმცა საკუთარ პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა არასდროს საუბრობს.
"რეიტინგს" ექსკლუზიური ფოტოები მიაწოდეს, საიდანაც გაირკვა თუ ვინ არის ნოდიკოს შეყვარებული და ვის უძღვნის სიმღერებს პოპულარული მომღერალი.
გაირკვა რომ, ნოდიკო ტატიშვილის რჩეული ჟურნალისტი მარი ბერიძეა. წყვილი დიდი ხანია ერთმანეთს იცნობს, თუმცა მათ შორის უხილავი ძაფები "პროფილის" საახალწლო გადაცემის ჩაწერაზე გაიბა.
მარი "პროფილის" სტაჟიორია, სწორედ ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე
ფოტოები, რომელიც ანონიმურმა წყარომ მოგვაწოდა, გუშინ არის გადაღებული. ნოდიკოს მისი შეყვარებული შერიგებას სთხოვს.
მომღერლის გაბრაზება კი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მარი ბათუმში იმყოფებოდა ნოდიკოს გარეშე, რამაც მისი რჩეული და გოგონების გულთამპყრობელი გაანაწყენა.
საბოლოოდ ისინი შერიგდნენ და ვინ იცის, იქნებ მალე კარგი ქორწილიც შედგეს.