18 ივლისი, 2019
ბედნიერი დღეები გრძელდება: სად ატარებს თაფლობის თვეს ირაკლი კობახიძის და
როგორც იცით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა პოლიტიკოსზე გათხოვდა. ქეთევან კობახიძის ქმარი დავით ფაცაციაა.

წყვილმა ერთმანეთი წლების წინ, საპროტესტო აქციებზე გაიცნო, ისინი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ასე ებრძოდნენ, როგორც ამას ჟურნალ "სარკესთან" საუბარში დავით ფაცაცია ამბობს.

წყვილმა ქორწილი კაჭრეთის ამბასადორში გადაიხადა, სადაც ტრადიციული, ქართული სამოსი ემოსათ.

დავით ფაცაცია და ქეთევან კობახიძე საქორწინო მოგზაურობაშიც გაემგზავრნენ. ისინი ამჯერად ესპანეთში იმყოფებიან, სადაც თავს ბედნიერად გრძნობენ.

Rating
RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS