AMBEBI.GE-მ გაარკვია, რომ ფოტო სწორედ მის ახალ სახლშია გადაღებული, ასევე შევძელით მომღერლის აგარაკის რამდენიმე ფოტოს მოპოვება.
ქეთა თოფურიას წყნეთში დასვენება ძალიან უყვარს. მისი დედა ნატა და ქალიშვილი, ოლივია გეიხმანი ყოველ წელიწადს თითქმის ორი თვით ჩამოდიან საქართველოში დასასვენებლად და მომღერალიც შვებულებას ხშირად ატარებს სამშობლოში. როგორც ცნობილია, აქამდე ქეთა
როგორც ფოტოებიდან ჩანს, სახლი ულამაზეს ადგილას დგას და არაჩვეულებრივი ხედი აქვს. ის ორსართულიანია, ბევრი ვიტრაჟით და ღია სივრცით. სახლში ავეჯიც და ინტერიერიც პასტელურ ფერებშია გადაწყვეტილი. ქეთა თოფურიამ მისი აშენება და დიზაინი ქართველ არქიტექტორებსა და დიზაინერებს მიანდო. ეზო გამწვანებულია, აგარაკს აქვს აუზიც.
ქეთას ახალ სახლში გადაღებული ფოტოები "ფეისბუქის" პირად გვერდზე პროდიუსერმა ნატო დუმბაძემაც გამოაქვეყნა. როგორც ის წერს, ქეთას ახალი სახლი ძალიან ლამაზი და გემოვნებიანია. გაგრძელება