ნინო ჩხეიძის პირადი ცხოვრება საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. მისი ქმარი ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილია, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველოდან წავიდა და ახლა უკრაინაში ცხოვრობს.
როგორც ნინო ამბობს ინტერვიუში ქმართან ვირტუალური ურთიერთობა აქვს და ისინი ერთმანეთს ძირითადად ქვეყნის საზღვრებს გარეთ ხვდებიან.
ნინოს და გიორგის 14 წლის ქალიშვილი მარიკო ჰყავთ. გოგონას დედასთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და მასთან ერთად ხშირად დადის სამოგზაუროდ.
ნინო ჩხეიძის ქმარი სულ ცოტა ხნის წინ ინსტაგრამზე დარეგისტრირდა და მთავარ კითხვას მისი ოჯახის შესახებ პასუხი გასცა.
გიორგი კორახაშვილი პირად გვერდზე ნინოსთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს, შესაბამისად კითხვები იმის შესახებ დაშორდნენ თუ ერთად არის მომღერლის და ბიზნესმენის წყვილი პასუხი გაეცა. ისინი ერთად თავს შესანიშნავად გრძნობენ.