16 ივლისი, 2019
"ეს არ არის სიცოცხლე, მე ვარ მუდმივად სიკვდილში" - მაია ასათიანი ვიდეომიმართვას ავრცელებს
ცნობილი ტელეწამყვანის, მაია ასათიანის ტრაგედიამ ორი წლის წინ მთელი საქართველო შეძრა. მისი ქალიშვილი, 18 წლის ნუცა მახვილაძე პარიზში მოულოდნელად დაიღუპა.

მაიამ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საკუთარ თავში ძალა იპოვა და ეთერს დაუბრუნდა. მან საკუთარ ტრაგედიაზე არაერთხელ ისაუბრა ხმამაღლა და თამამად შეიძლება ითქვას, უამრავი შვილმკვდარი დედისთვის გახდა ცხოვრების სტიმულის მიმცემი.
მართალია მისმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა, მაგრამ პერიოდულად მას იგივე საქართველო ხშირად აკრიტიკებს დასვენების თუ ჩაცმულობის გამო. ის კრიტიკის ქარცეცხლში დღესაც მოხვდა.

მაია ასათიანმა სოციალურ ქსელში საცურაო
აუზზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც წითელი საცურაო კოსტიუმი აცვია. კრიტიკოსებისგან შეწუხებულმა ტელეწამყვანმა ინსტაგრამზე ცოტა ხნის წინ მიმართვა გაავრცელა.

„ყველას მინდა გითხრათ დიდი მადლობა, რადგან თითოეული თქვენი კარგი სიტყვა, რა მდგომარეობაშიც მე ვარ მნიშვნელოვანია. სულ ვაძლევ საკუთარ თავს პირობას, რომ უარყოფით დამოკიდებულებაზე აღარ მექნება რეაქცია. მაგრამ მაინც ძალიან მოქმედებს ეს ჩემზე.

მაპატიეთ, იმ ადამიანებს მივმართავ, ვისაც ახსნა სჭირდება, რას ნიშნავს ქალისთვის ერთადერთი შვილი რომ უკვდება. ეს არ არის სიცოცხლე, მე ვარ მუდმივად სიკვდილში და მუდმივად ვებრძვი ამას. თქვენ მინდა გითხრათ - ქალებს და დედებს, რომლებიც მლანძღავთ რომ ზაფხულში საცურაო აუზზე მაცვია წითელი, მე ვარ ცოცხალი, ვაგრძელებ ცხოვრებას, რომელიც ცოცხალი არ არის. ყოველ წამს ვიხედები გვერდით, რადგან მგონია ჩემი შვილი აქ არის. მადლობა ყველას ვინც გვერდით მიდგას, უცნობებს და ნაცნობებს. რატომ მჭირდება აგიხსნათ რომ ცუდად ვარ არ ვიცი? მინდა იცოდეთ ყოველთვის კარგად არ ვარ. კარგად ყოფნა ჩემნაირი ქალისთვის შეუძლებელია. რა გითხრათ აბა? გათენება და დაღამება შვილმკვდარი ქალისთვის არის კოშმარი. მე ვცდილობ ეს კოშმარი ჩემთვის გაძლებადი იყოს და ვაკეთებ იმას, რაც მე და ჩემს შვილს ძალიან გვიყვარდა - ვცურავ. გაგიკვირდებათ და 21-ე საუკუნეში ცურვა საცურაო კოსტიუმით არის შესაძლებელი. ღმერთმა არავის მოუვლინოს ეს სასჯელი, ყველას თავისი ჯვარი აქვს“ - ამბობს მაია მიმართვაში.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
ვერო
❤️❤️❤️❤️ რა ბოღმიანები ხართ
19:34 / 18-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ვერო
❤️❤️❤️❤️❤️
19:33 / 18-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ან
როგორ ვერ ვიტან გლოვის მორალისთ ადამიანებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ხალხის წინ იბღავლოს, ლოყები დაიხოკოს და თავი ჩაიქოლოს. აცალეთ ამ გოგოს აზრზე მოსვლა, ცხოვრება. იქნებ უნდა, ცოტათი გაექცეს რეალობას და თავი ქალად იგრძნოს? ვისაც არ გამოუცდია საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ვერ მიხვდება რა არის გლოვა. ყველა ერთნაირად არ განიცდის და არც იმჩნევს: ერთნი სახეს დაიხოკავნ, იწივლებენ იკივლბენ და მერე მშვიდად დაიძინებენ და მეორენი, მოწესრიგდებიან, გარეთ გავლენ და ღამე გლოვობენ, მარტო. სიკვდილი ყველას კარზე იჩოქებს და თუ სხვისი გლოვა არ მოსწონს ვინმეს, თავად იგლოვოს როგორც მოსწონს ისე
11:31 / 17-07-2019
გამოხმაურება / 0 /
თამო
მართლა გეყოფათ სხვისი ცხოვრებით ცხოვრება , ყველამ საკუთარს მიხედეთ და მიეცით ამ ადამიანს "არსებობის" უფლება, ასეთი ბოღმიანები და შურიანები რატომ ხართ ,,
10:01 / 17-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ნინიკო ნადირაძე
არასდროს გამიკეთებია კომენტარი,მაგრამ იმდენად ახლოს მიმაქვს მაიკოს ტკივილი რომ გავბედე დადავწერე!-რას ერჩით ამ შვილმკვდარ გოგოს!რატო განიკითხავთ?რა უნდა ექნა?უნდა ჩავარდნილიყო ლოგინად?..უძლიერესი ხარ მაიკო!ღმერთმა ყველას გვაშოროს ის რაც შენ გადაგხდა და გადაიტანე!ამ ბნელ ხალხს კი ნუ უსმენ და ნურც ყურადღებას მიაქცევ!.არავის საქმეა შენ რას ჩაიცვამ,რა ფერს და რას გააკეთებ!დღეს ბოროტია ხალხის უმრავლესობა!სხვისი უბედურებით იკვებება ზოგიერთი!.ეგეთ ხალხს ნამდვილად არც და ვერც ვუსურვებ იგივეს რაც შენ გადაიტანე,თუმცა ეშინოდეთ,ღმერთი მაღალია!დიდება უფალს და მადლობა ყველაფრისთვის!მუდამ გფარავდეს და გაძლიერებდეს!
09:01 / 17-07-2019
გამოხმაურება / 0 /
8888
დაანებეთ თავი ამ ქალს, მეტი საფიქრალი არ გაქვთ? აცოცხლეთ ეს ადამიანი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება სიცოცხლეც გშურთ მისი. მიხედეთ საკუთარ ოჯახებს.მაიკო, იცხოვრე ისე, როგორც შენ გინდა და ისე როგორც შენს ნუცას გაუხარდებოდა.
20:27 / 16-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ნატალი
ხოო რააა...არ გაუწყალეს ამ ქალს გული? თითქოს მასზე მეტად ვინმეს უყვარდა მისი შვილი. რომ გასაცოდავებულიყო, გაგიხარდებოდათ? მის შვილს, იქ, ასეთი დედა უხარია და ასეთს რომ ხედავს, ისც კარგადაა. აბა მუდმივად იბღავლოს და არ მოასვენოს მისი სული? ეს უკეთესი იქნება?
15:02 / 16-07-2019
გამოხმაურება / 1 /
დედა
მე კიდევ მგონია,რომ თავისი მონოლოგებით თავს იპიარებს.არა მგონია ბინმესთვის საინტერესო იყოს მისი ცხოვრება
19:40 / 17-07-2019
მაკა კახიძე
უნდა ჩააკლა ვინც ამ გოგოს ერჩის რა!!! რა იყოთ ხალხნო, რა ქნას აბა? ნეტავ, სუნთქვა შეიძლება მაიასთვის???
14:18 / 16-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ნუცას ხათრით და სიყვარულით.
ნუცას წაქცეული და დაგლახებული მაია არ მოეწონებოდა.
10:20 / 16-07-2019
გამოხმაურება / 1 /
ქართველი
წაქცეულსა და ზედმეტ ხიბლს შორის არის საშუალო, ნორმალური მდგომარეობა. ვინ გინახავთ შვილმკვდარი დედა ასე პოზირებდეს. ძალიან არაადეკვატურად იქცევა რომელიმე თქვენგანი, ვინც ამართლებთ მის საქციელს, მის ადგილზე ასე მოიქცეოდით? (ჯვარი გწერიათ).დარწმუნებული ვარ არა! თუმცა შვილმკვდარიც რომ არ იყოს, მაინც ცუდად იქცევა, მოდელი ხომ არ არის რომ შიშველ ფოტოებს დებს, ასაკიც აღარ უწყობს ხელს. მაიამ ძალიან კარგად იცის რა მოყვება მის ფოტოებს მაგრამ სპეციალურად აკეთებს, ალბათ ერთობა ამით.
17:25 / 17-07-2019
TOPS