მოდელმა საკუთარი დაბადების დღე გადაიხადა პრესტიჟულ ვილაზე, რომელიც ქალაქის შემოგარენში მდებარეობს.
თამოს დაბადების დღეზე მხოლოდ პირადი მომსახურე პერსონალი და უახლოესი მეგობრები ჰყავდა მიწვეული.
იუბილარი თავდაპირველად სტუმრებს დახვდა ულამაზეს ვერცხლისფერ კაბაში, რომელიც ქართველმა დიზაინერმა შეუკერა.
მოგვიანებით კი, ვერცხლისფერი კაბა გამოიცვალა. სტუმრებს შორის იყო დიზაინერი ზალიკო ბერგერი.
სახლის ეზო და საცურაო აუზი სანთლებით, ბუშტებითა და ყვავილებით იყო გაფორმებული. დაბადების დღე ორ-ნაწილიანი გახლდათ. სტუმრებმა ჯერ ეზოში მოილხინეს, შემდეგ
ზუსტად 12 საათზე მოდელმა გაჭრა უზარმაზარი ტორტი, რომელიც საკმაოდ სოლიდური თანხა დაუჯდა. ტორტის გაჭრას მოჰყვა ფეირვერკების გაშვებაც.
გავრცელებული ინფორმაციით, თამოს დაბადების დღის გადახდა რამდენიმე ათასი დოლარი დაუჯდა.