"გოგიჩას" გარდაცვალებამ ყველა ასაკის ადამიანს დასწყვიტა გული. მისი მეუღლე, ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ემოციურ პოსტს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"....მაინც მატირა ...ყველა გვატირა... 18 წლიდან ერთად ვიზრდებოდით ,მან მასწავლა სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, როგორ შეიძლებოდა მტერი არ გყოლოდა, როგორ უნდა გყვარებოდა ,რომ უსულო საგნებსაც ტკიოდათ და უხაროდათ, ჭიანჭველა რომ არ უნდა მომეკლა, იმიტომ რომ ის შვილისისთვის შაქრის მიტანას ცდილობდა...
როგორ არ შეიძლებოდა ჩემს
ჩემი სიკეთის სხივი, რომელმაც ყველა ჩვენთაგანი გაათბო! მადლობ თითოეულ თქვენთაგანს ვინც ამ არაჩვეულებრივი, მზით სავსე, დიდი პატარა ბავშვის, სიცოცხლის წამის მეასედიც კი მაჩუქეთ ამ ბრძოლაში ... მხეცს შეუყვარდა, ბრძოლა მე წავაგე ...მაგრამ ღირსეულად ვატარებ ამ ტვირთს და შენი წესებით ვიცხოვრებ,არ ინერვიულო რაა... მიყვარხარ", - წერს ნათია ბანძელაძე.