ვერიკო ქართულ შოუ-ბიზნესში პირველად წლების წინ გამოჩნდა, მისი სიმღერები დღემდე პოპულარულია და მათ ნამდვილად შეგვიძლია ვუწოდოთ, ყველა დროის საუკეთესო ჰიტები.
მართალია ქართული შოუ-ბიზნესი დიდი აქტიურობით გამორჩეული არ არის, მაგრამ ვერიკო იმ მომღერლებს ეკუთვნის, რომლებიც ყველა პრობლემის მიუხედავად, მუდმივად მუშაობენ ახალ სიმღერებზე.
სულ ცოტა ხნის წინ, მან მსმენელს ახალი კლიპი და სიმღერა წარუდგინა. სიმღერის "რომ მიყვარხარ" პრემიერა თბილისის ერთ-ერთი სასტუმროს ვერანდაზე შედგა, სადაც
ვერიკოს ახალი კლიპის იდეის ავტორი მისი სასცენო ნათლია, მომღერალი აჩიკო მეფარიძეა. ვიდეორგოლის ჩვენების შემდეგ, დარბაზში შეკრებილი სტუმრების ინტერესი დაიმსახურა უცნობმა მამაკაცმა, რომელიც კლიპში ვერიკოსთან ერთად თამაშობს.
ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ქართული ბომონდის ორივე სქესის წარმომადგენლები მოხიბლა და რა ურთიერთობა აქვს მას ცნობილ მომღერალთან, ამის გასარკვევად ვერიკო ტურაშვილს დავუკავშირდით.
- ორივე სქესის წარმომადგენლებში დიდი ინტერესი გამოიწვია დათოს გარეგნობამ. ეს ადამიანი არის დათო მანუჩაროვი, მწერენ, მირეკავენ, მეკითხებიან რა ურთიერთობა მაქვს მასთან, რას ვაპირებთ და ა.შ. ისეთი ბუნებრივია ჩვენი ვიდეორგოლი, მართალი ჰგონიათ ჩვენი სიყვარულის ისტორია, მაგრამ...
- სად აღმოაჩინეთ ეს მამაკაცი?
- ეს მამაკაცი ჩემი დიდი ხნის მეგობარია, ვმეგობრობ მის ოჯახთანაც. არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს, შესაბამისად, ჩვენს პირად გრძნობებზე ჭორები ზედმეტია.
- ყველას აინტერესებს, რა ხდება ახლა რეალურად ვერიკო ტურაშვილის ცხოვრებაში...
- საინტერესო არაფერი არ ხდება.