09 ივლისი, 2019
"პუტინის ოჯახი მოვ…ნ და მისი პოლიტიკა, თავის მომხრეებთან ერთად რუსეთშიც და საქართველოშიც!"
მსახიობი და ტელეწამყვანი, კახა კინწურაშვილი დღის თემას ეხმაურება და წერს, რომ გიორგი გაბუნიას უსუსტესი მონოლოგის მიუხედავად და იმის მიუხედავადაც, რომ ტელეეთერით გინებას მიუღებლად მიიჩნევს, თავად პოსტს სწორედ პუტინის გინებით იწყებს.

გთავაზობთ მსახიობის მოსაზრებას მისი პირადი „ფეისბუქ“-გვერდიდან:

„პუტინის ოჯახი მოვ…ნ და მისი პოლიტიკა, თავის მომხრეებთან ერთად რუსეთშიც და საქართველოშიც! რუსულმა პოლიტიკამ ბავშვობა გამინადგურა და ასიათასობით ადამიანს სიცოცხლე გაუმწარა! მიუხედავად ამისა, ვიაზრებ, რომ საჯარო სივრცეში გინება უზრდელობაა და სისუსტე. აუცილებლად გიბრუნდება უკან სხვა და სხვა ფორმით.

ყოფილი
პრემიერი პირდაპირ ეთერში იგინებოდა, პარლამენტარები იგინებიან პარლამენტში თუ მის გარეთ, მწერლები და სხვა სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლებიც სოციალურ ქსელში თუ ეთერში იგინებიან და ილანძღებიან. მღვდლები, ვითომ რაინდები, ვითომ პატრიოტები, ვითომ მეზობლები, ვითომ სიმართლის დამცველები, ვითომ ქრისტიანები, ყველა, ყველა იგინება და იწყევლება. და რატომ გვიკვირს, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ გაბუნიას უსუსტესი და გადატყლარჭული მონოლოგი?!

მაგრამ გაბუნიას, თუ მისი უფროსობის ქვეყნიდან გაძევების უფლება არავის არ აქვს! თუ არ მოგწონს, თქვი. თუ არ მოგწონს, შეიცვალე. თუ არ მოგწონს, გადართე, მაგრამ სხვის სისუსტეზე შენს თავს ნუ დააშენებ! და მთავარს ნუ დავივიწყებთ, რუსეთი მტერია! საქართველო უკეთესი იქნება! გახარია გადადგება!“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
ქართველი
ძმაო კახა, სწორედ იმიტომ რომ ბავშვობა გაგვიმწარეს, სწორედ იმიტომ რომ ასიათასობით ადამიანს სიცოცხელე გაუმწარა, სწორედ იმიტომ რომ ჩვენი სამშობლოს გაერთიანება გვინდა, კი არ უნდა ვიყვიროთ რუსეთი მტერია და ვიგინოთ, უნდა ვიმუშავოთ იმისათვის, რომ მიწები დავიბრუნოთ და ეხლა ვინც არის ბავშვი იმათ არ გავუმწაროთ ბავშვობა, ბავშვობა ხომ რუსეთთან ერთად 90 იან წლებში ვინც უფროსი იყო ასაკით და მდგომარეობით იმათმაც გაგვიმწარეს, საკუთარი უვარგისობით, უნამუსობით, უცოდინარობით, უტვინობით, ურაპატრიოტიზმით და ასე შემდეგ და ზუსტად ეგ ურაპატრიოტიზმი არ არის გინება? მაშინ როცა სანაცვლოდ ძალიან მარტივად მარტო იმიტომ რომ იგინები და ცოტა რაციონალურად არ და ვერ იქცევი შეიძლება ეხლა უკვე თქვენს გამო გაუმწარდეს ბევრს ბავშვობა და ასიათასობით ადამიანს სიცოცხლე, ხოდა იქნებ თუ შენი მამულიშვილობა გულწფელია ამაზე დაფიქრდე, (რისი იმედიც მაქვს ) ხოლო თუ საქმე მარტო იმაშია, რომ რაღაც კონიუქტურაში ხარ ჩაწერილი (როგორც ყველა ჟურნალისტი) და გარანტირებული დიდი ხელფასი გაქვს მაშინ შეეშვით ამ ქვეყანას და ხალხს, ცოდვაა ამდენი საუკუნე მოდივართ და ესე უბრალოდ შეიძლება კიდევ ერთხელ დავიქცეთ მათ შორის შენი და შენნაირების აბსოლუტურად გაუაზრებელი საუბრის გინების და საქციელის გამო. რუსეთი მტერია? და რომელი მეზობელი ერია და ქვეყანა ჩვენი ძმა? რომელ ჩვენ მეზობელ ქვეყანას არა აქვს ჩვენთან ნაომარი და ჩვენი ძირძველი მიწა წაღებული? და რა ვქნათ ეხლა გავხდეთ ბაევიკები მთელი ერი და ვიომოთ და გავწყდეთ? და კაი და შენ და შენნაირებს გინდა შეგიძლიათ ომი? ტყეში ძილი? შიმშილი? და შენ თუ შეგიძლია ბავშვებს მოხუცებს და საერთოდ სხვას რას ერჩი?სარკეში ჩაიხედეთ და საკუთარ თავს კითხეთ თუ მართლა გულწფელად გიყვართ ქვეყანა: რატომ წავიდა დემეტრე თავდადებული მონღოლების ურდოში და რატომ დადო თავი? რატომ აქედან არ აგინებდა ? იმიტომ რომ ქვეყანა და ხალხი გაწყდებოდა და ამის სანაცვლოდ სიცოცხლე გაწირა და ერი გადაარჩინა. რა შენ უფრო მეტად გიყვარს ქვეყანა? შენ და შენნაირებს სიცოცხლის გაწირვა კი არა მხოლოდ ის მოგეთხოვებათ რომ მორჩეთ ქვეყნის დამაზიანებელი ლექსიკით საუბარს.
14:06 / 10-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ანა
100% მართალი ხართ. კალაძე და არა მარტო ეგ, უწმაწურ და უხეშ გამოხტომებით არიან განთკმულნი და გიორგის მიმართვაზე ატყდა ამბავი, თან როდესაც ქვეყანა თავზე გვექცევა
04:40 / 10-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ლიცი შუბითიძე
გაიხარე.
18:23 / 09-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ლიცი შუბითიძე
გაიხარე!
18:22 / 09-07-2019
გამოხმაურება / 0 /
qqqq
დიდიმოტრფიალე არ ვარ თქვენი,მაგრამ იქნება ამიხსნა, კარგია რომ ხედავ ამ ქვეყნის უბედურებას, მაგრამ გინების გარდა სხვა არაფერი იუარაღი გაქვთ მტერთან საბრძოლველად. ქალი დავბერდი და არსად არც ჩემს ოჯახში, არც ნათესაობაში, არც მეგობრებში არ მყოლია არავინ რომ იგინებოდა. ღვთისმშობელი და დედა ერთი და იგივედ უნდა აღიქმებოდეს ტქვენში,თქვენ კი იგინებით და რას აკეთებთ, მაჩვენეთ თქვენი გაკეთებული საქმეები. აგერ რა გააკეთა გაბუნიამ, ამას აკეთებთ ყველა, სირცხვილია, თქვენ მხარეს არც ღმერთი დადგება და არც კაცი. იგინეთ და იყავით ასე, მეტს მაინც ვერ აიწევით, სულ ამ სიმაღლეზე იქნებით...
18:15 / 09-07-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS