„არხის დირექტორმა ღამის ეთერში მოიცალა რამდენიმე სტატუსის განსახილველად. ერთის ავტორი მეც ვარ, სადაც ვწერდი, რომ პროფესიაში ყოფნის აზრს ვერ ვხედავ. დირექტორმა თქვა, რომ ჩვენი, ყველას მიზანი ქვეყანაში ერთადერთი ფანჯრის დახურვაა. ჩემი აზრით, ამ ქვეყანაში არც ჟურნალისტიკის და არც
ვფიქრობ, რომ გინება არ არის ჟურნალისტიკა, ამას არ მოაქვს სიკეთე საზოგადოებისთვის, ალბათ უფრო პირიქით. რაც შეეხება ხელისუფლების რეაქციას, ვფიქრობ, მიუღებელი იყო საგანგებო განცხადებებში დასჯაზე მინიშნება. ასევე ყოვლად გაუგებარი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება. ხელისუფლების მოვალეობა კანონის უზრუნველყოფაა და ყველას დაცვა აგრესიისა და თავდასხმებისგან. მამუკა ღლონტი ჩემი უფროსი იყო „მაესტროში” და ის ასე გამოეხმაურა ამ მოვლენებს – „ მორალი ინდივიდუალური რამეა, კანონი კი საერთო” – რასაც სრულად ვეთანხმები”, – ამბობს ტრაპაიძე.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით გაბუნიას ბრალი ის არის, რომ „უდონო და სამარცხვინო ჟურნალისტებს დააწყებინა ლაპარაკი, რომ პროფესიაში დარჩენას აზრი არ აქვს”.