08 ივლისი, 2019
დიანა ტრაპაიძე ნიკა გვარამიას პასუხობს
„არ გავაგრძელებ დისკუსიას იმ ადამიანებთან, ვისაც მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი აღელვებს და ვისთვისაც მედია დროებითი თავშესაფარია“, – ასე გამოეხმაურა „ტვ პირველის” დღის ამბების წამყვანი დიანა ტრაპაიძე „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას.

„არხის დირექტორმა ღამის ეთერში მოიცალა რამდენიმე სტატუსის განსახილველად. ერთის ავტორი მეც ვარ, სადაც ვწერდი, რომ პროფესიაში ყოფნის აზრს ვერ ვხედავ. დირექტორმა თქვა, რომ ჩვენი, ყველას მიზანი ქვეყანაში ერთადერთი ფანჯრის დახურვაა. ჩემი აზრით, ამ ქვეყანაში არც ჟურნალისტიკის და არც
მაყურებლის ინფორმირების ბედს ვერ წყვეტს ვერავინ – ცალკე აღებული; ამ პროფესიაში ყოველთვის ვიყავით ადამიანები, ვინც, მათ შორის მისგან დახურული ფანჯრის შემდეგ ვპოულობდით სივრცეებს – თუნდაც მცირე მასშტაბის და პროფესიაზე უარი არ გვითქვამს. ეს უპირატესობა საშუალებას მაძლევს არ გავაგრძელო დისკუსია სოციალურ ქსელშიც მათ შორის, – იმ ადამიანთან, ვისაც მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი აღელვებს და ვისთვისაც მედია დროებითი თავშესაფარია.

ვფიქრობ, რომ გინება არ არის ჟურნალისტიკა, ამას არ მოაქვს სიკეთე საზოგადოებისთვის, ალბათ უფრო პირიქით. რაც შეეხება ხელისუფლების რეაქციას, ვფიქრობ, მიუღებელი იყო საგანგებო განცხადებებში დასჯაზე მინიშნება. ასევე ყოვლად გაუგებარი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება. ხელისუფლების მოვალეობა კანონის უზრუნველყოფაა და ყველას დაცვა აგრესიისა და თავდასხმებისგან. მამუკა ღლონტი ჩემი უფროსი იყო „მაესტროში” და ის ასე გამოეხმაურა ამ მოვლენებს – „ მორალი ინდივიდუალური რამეა, კანონი კი საერთო” – რასაც სრულად ვეთანხმები”, – ამბობს ტრაპაიძე.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით გაბუნიას ბრალი ის არის, რომ „უდონო და სამარცხვინო ჟურნალისტებს დააწყებინა ლაპარაკი, რომ პროფესიაში დარჩენას აზრი არ აქვს”.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
წწწ
დიანა, უთხარი ამ არხის შემომქმედთ, შენ გვერდით ნუ უშვებენ ამ შემზრზენი არსების სურათს, შემეცოდე მის გვერდით, რა წერია არ წამიკითხავს...
18:21 / 09-07-2019
გამოხმაურება / 0 /
mmg
რა არ მიგეწონათ პუტინმა, რომ არ მოაწერა ხელი დუმის დადგენილებას?! ჟურნალისტიკის მხეცები ხართ რა!
18:14 / 09-07-2019
გამოხმაურება / 0 /
გია
თავი დაანებეთ ყველამ ქალბატონ ნიკა გვარამიას!
13:56 / 09-07-2019
გამოხმაურება / 0 /
გვარამიას
ცუნცულ, რაო ცოტა ხომ არ შეკრთი, ხომ არ შეგეშინდა გუშინ?.. ნუ გეშინია, შენი ბელადი, მიშიკო სააკიანი ჩამოეთრევა და ერთად დასხდებით გლდანში და ისაუბრებთ სიყვარულზე, გაგებაზე, ამბებზე და რამე...
13:52 / 09-07-2019
გამოხმაურება / 0 /
პატრე
შენთვის რა არის მედია?! შენ ის არ ხარ რამიშვილთან ერთად მთვრალი რომ გამოდიოდი ეთერში?! ახლა დაბრძენდი, ფულიც იშოვე, შვილებიც პტრესტიჟულ სკოლაში დაგყავს, მაგრამ მაინც ტრაკგამოხეული ხარ, გფუი!
12:29 / 09-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ალექს
მედია რეჟიმის ისეთივე ინსტრუმენტია, როგორც მაგალითად ცოცხი, ან ელექტროშოკი ,ცელოფანის პარკი !
07:56 / 09-07-2019
გამოხმაურება / 0 /
Dიანას
არც ნაცი ვარ არც ქოცი, მაგრამ არც დიანა ტრაპაიძეს გაუვლია ახლოს ჟურნალისტიკასთან: მწირი ლექსიკა, კითხვის დასმის არცოდნა... გვარამია ვინცაა ვიცით, მაგრამ ინტელექტუალური რსურსით ათი თავით მაღლა დგას ბევრ ჟურნალისტზე
20:30 / 08-07-2019
გამოხმაურება / 0 /
tato
რა იყო ტრაპაიძევ,ისე ძაღლი ძაღლის ტყავის დახევას ერიდება,შენც კარგი თუქსუსი ხარ,ისე ჩვენში რომ დარჩეს.თქვენ ჟურნაკისტებად რომ მოგავთ თავი,მართლა ხომ არ გონიათ რომ ამ პროფესიის ხალხი ხართ?არა გენაცვალე,თქვენ ხართ ავანტიურისტები,კარგად დაიმახსოვრე ეგ სიტყვა.
17:00 / 08-07-2019
გამოხმაურება / 0 /
თამაზი
ქალბატონო დიანა მეტის ღირსი ხართ გვარამიას 1937 წლის დროინდელ გამოთქმას რომ ,,აპრავებდით"
16:38 / 08-07-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS