08 ივლისი, 2019
ქეთი გომართელმა და ანდრია გველესიანმა უკდავი ქართული ჰიტის ახლებური ვერსია ჩაწერეს
ქეთი გომართელი იმ ქართველი მომღერლების რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც მსმენელს ახალი მუსიკალური ნამუშევრებით ხშირად ანებივრებენ და 2000-იანი წლების ჰიტების ახლებურად აჟღერება საკმაოდ წარმატებულადაც გამოსდის.

ქეთიმ ამჯერად კიდევ ერთი უკვდავი ჰიტის ახალი ვერსია შესთავაზა მსმენელს. მომღერალ ანდრია გველესიანთან ერთად მან სიმღერა „ლამაზი დღე“ ჩაწერა.

გიგა აგლაძის და ჯგუფ Wind-ის სიმღერა ქართულ მუსიკალურ სამყაროში პირველად 2001 წელს  გამოჩნდა და თავიდანვე გაჰიტდა.




სიმღერის ავტორი მუსიკოსი და ცნობილი რეჟისორი გიგა აგლაძეა. წლების მანძილზე სიმღერის საკუთარი ვერსია არაერთმა მუსიკოსმა ჩაწერა, სიმღერა
2013 წელს თავად გიგა აგლაძემაც განაახლა და ლამაზი დღის ამბავი თაკო ჩხეიძის მონაწილეობით ისევ გააგრძელა. 




ქეთიმ და ანდრიამ სიმღერა „ბრავო რეკორდში“ ჩაწერეს. მასზე მუსიკოსმა ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა. პროექტის განხორციელების იდეა ცნობილ პროდუსერს ნიკა ხაჩიძეს ეკუთვნის.

მუსიკალური კომპოზიციის პრემიერა კლუბში „10/11“ შედგა, სტუმრებს შორის იმყოფებოდა თავად გიგა აგლაძეც, რომელმაც ნამუშევარი დადებითად შეაფასა.

Rating

გიგა აგლაძე:
ძალიან მომწერა ჩემი სიმღერის ეს ვერსია. ბევრჯერ იმღერეს ეს სიმღერა, მაგრამ ყველა ვერსია იყო იმის დაკოპირების მცდელობა, რასაც მე ვმღეროდი. ამ ვარიანტში არ არის დაკარგული სიმღერის პირვანდელი სახე, მაგრამ ახალი ელემენტებით არის დატვირთული.

ქეთი გომართელი: ეს სიმღერა ჩემთვის დიდ სიყვარულთან ასოცირდება. ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს უკავშირდება. უზომოდ მიყვარს ეს სიმღერა და მადლობა გიგა აგლაძეს მისი შესრულების უფლება რომ მოგვცა.

ქეთი და ანდრია გეგმავენ სიმღერაზე რამდენიმე თვეში კლიპიც გადაიღონ. მუსიკალური ნამუშევარი სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა და მსმენელმა აიტაცა.

RatingRating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS