AMBEBI.GE ჯაბა ბოჯგუას დედას, მანანა გვასალიას დაუკავშირდა. მისი თქმით, 85 წლის მოხუცი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო და კომაში ჩავარდნილი შვილიშვილის მოვლისთვის საჭირო თანხის მოგროვებას ცდილობდა. მძიმე მდგომარეობაში
“გუშინწინ დილით მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. გზაზე გადადიოდა და მანქანა დაეჯახა. სასწრაფო დახმარებას არ გაჰყვა საავადმყოფოში, მე დამირეკეს და სახლში მოვიყვანე. ერთ საათში მდგომარეობა დამძიმდა და გადავიყვანეთ ტრავმატოლოგიურში. ბარძაყი ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ, შინაგანი სისხლდენა მიდიოდა ორგანიზმში და ოპერაცია ვერ გადაიტანა”, - ამბობს მანანა გვასალია.
VIDEO: "წამიყვანეთ, ჯაბას ვჭირდებიო... ამ სიტყვებით აღმოხდა სული" - ჯაბა ბოჯგუას 83 წლის ბებია ავარიის შედეგად გარდაიცვალა
მისივე თქმით, მოხუცს ბოლო წუთამდე გონება არ დაუკარგავს და ახლობლებს სახლში წაყვანას სთხოვდა.
“წამიყვანეთ, ჯაბას ვჭირდები! - მხოლოდ ამ სიტყვებს ამბობდა და ამ ლაპარაკში დალია სული. ახლა არანაირი საშუალება არ მაქვს, დედაჩემი ჩვენი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. პირველ რიგში, რაც მჭირდება მომვლელია, რომ ჯაბას მოვლაში დამეხმაროს. 2 დღეა, ჯაბაც არ არის კარგად, არ ვიცი მგონი გრძნობს რაღაცას”, - ამბობს ჯაბა ბოჯგუას დედა.
მომღერალი ჯაბა ბოჯგუა თითქმის 10 წელია კომაშია. მას დედა, მანანა გვასალია და მოხუცი ბებო უვლიდნენ. ეს უკანასკნელი შვილიშვილის დასახმარებლად ზოგჯერ ქუჩაში მოწყალებასაც ითხოვდა... ბოჯგუას გულის პრობლემები ბავშვობიდან აწუხებდა. 10 წლის წინ ის დააპატიმრეს და გულის შეტევა ციხეში მოუვიდა. ციხის საავადმყოფოში დროულად არ გადაიყვანეს, რის გამოც კომაში ჩავარდა და მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ვეღარ ხერხდება.