"ყველა ერთ ხმად ვაღიარებთ, რომ რუსეთი ოკუპანტია, პუტინი და რუსული პოლიტიკა მტერი ... მაგრამ მინდა დაგისვათ ერთი კითხვა ... რა დააშავეს რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებიც ჩამოდიან ჩვენთან და არიან ძალიან კეთილ განწყობილები??? მოგეხსენებათ რომ ამ ბოლო დროს ხშირი შეხება მაქვს რუს ტურისტებთან იქიდან გამომდინარე რომ მაქვს guest house
ხოდა მოკლედ რატო გიყვებით ამ ყველაფერს... ტაქსით წასულან აეროპორტში და მძღოლს აეროპორტის ტრასაზე ჩამოუსვია და უთქვამს რომ რუსეთი ოკუპანტია და შუა ტრასაზე დაუტოვებია. არ ვიცი რომელია სწორი ის, რომ ჩვენ უზრდელი და უკულტუროები ვართ თუ ის, რომ ესე უნდა შევაზიზღოთ ჩვენი ქვეყამა ჩვენს "მტრებს", რომლებიც ძალიან ძალიან დიდი სიმპტიებით იყვნენ განწყობილები პატარა საქართველოს მიმართ??? არც მე არ ვგიჟდები რუსებზე დაბადებიდანვე მიდევს ის კოდი რომ რუსეთი მტერია, მაგრამ გამაჩნია შეგნება და მგონია რომ თითოეული ჩვენგანი ვართ საქართველოს სახე და როგორც ჩვენ მოვიქცევით ისეთი სახელი გვექნება.... ისე ეს ჩვენ შორის დარჩეს და ძლივს ვიღაცია მიმართ ზიზღის გამოხატვის შანსი მოგვეცა და ერთმანეთის ჭამის გარდა სხვას შეგვიძლია ტალახი ვესროლოთ და ამას როგორ გავმაზავთ ერი", - წერს თიკა ჯამბურია "ფეისბუქზე".