"ასტუდიოს" დირექტორმა ევგენი სელეზნევმა "რია ნოვოსტთან" საუბარში განაცხადა, რომ კონცერტი გაურკვეველი ვადით გადაიდო.
"ბათუმში დაგეგმილი კონცერტი, გაურკვეველი ვადით გადაიდო, მანამდე, სანამ ქვეყანაში არ მოხდება სიტუაციის ნორმალიზება", - განაცხადა სელეზნევმა.
კონცერტი ბათუმში კლუბ UP2U-ში იყო დაგეგმილი. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პუტინის მხარდამჭერმა, რუსულმა ჯგუფმა კონცერტი საკუთარი ინიციატივით გადადო და ქართველ ორგანიზატორებს იმ თანხის ნაწილსაც არ უბრუნებენ, რომელიც მათ წინასწარ გადაურიცხეს.
- ბატონო ირაკლი, გავრცელდა ინფორმაცია რომ " ა სტუდიომ" მისი ინიციატივით გადადო კონცერტი...
- ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, ერთობლივად გადაწყდა კონცერტის გადადება მომავალი სეზონისთვის.
- რუსული პრესა წერს, რომ ჯგუფმა ბოიკოტი გამოუცხადა საქართველოს და არ გიბრუნებთ იმ თანხას, რომელიც მათ წინასწარ გადაურიცხეთ...
- ბევრი ინფორმაცია იწერება პრესაში, სიმართლე არის ის რომ, კონცერტი გადაიდო ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე და მომავალ სეზონზე, როცა "ა სტუდიო" ჩამოვა საქართველოში, ეს თანხა დააკლდება მათ ჰონორარს.