05 ივლისი, 2019
ნათია დუმბაძის და მასტერის ახალი სიმღერა გაჟღერებისთანავე ჰიტად იქცა
ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა ნათია დუმბაძემ და მასტერმა ერთობლივი სიმღერა "არ უყურო დროს" ჩაწერეს. ამ სიმღერაზე კლიპიც გადაიღეს.

ნათიას და მასტერის ერთობლივი ნამუშევრის პრეზენტაცია თბილისის ყველაზე პრესტიჟულ კლუბში "ელ ცენტროში" შედგა, სადაც უამრავმა ცნობილმა ადამიანმა მოიყარა თავი. ნათიას პრეზენტაციაზე ულამაზესი ვარდისფერი კაბა ეცვა. 

Rating

საღამო მომღერალმა და ტელეწამყვანმა თიკა ფაცაციამ გახსნა, შემდეგ სცენაზე მასტერი და ნათია ავიდნენ, გადაღების და ჩაწერის პროცესზე ისაუბრეს, ასევე მადლობა გადაუხადეს ყველა იმ ადამიანს, ვინც პროექტის შექმნაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც მასტერმა განაცხადა, ეს მისი რიგით
52-ე კლიპია, რომელიც თავად გადაიღო. სიმღერის ტექსტის და მუსიკის ავტორიც თავად მასტერია.

Rating

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მასტერის შემოქმედებაში ნათიას გამოჩენამ სულ სხვა მუხტი და ენერგია შემოიტანა, რაზეც სტუმრების ის განწყობაც მეტყველებს, რომელიც კლიპის გაჟღერებას მოჰყვა. ნამუშევარი მსმენელმა პირველივე ნოტებიდან აიტაცა. 

კლიპის ჩვენების დასრულების შემდეგ, სცენაზე "Groove Band" და სალომე ბაკურაძე გამოჩნდა, რომელმაც "ელ ცენტროში" ნამდვილი ცეცხლი დაანთო.

Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS