05 ივლისი, 2019
"პრასტიტუტკა“ არ ვარ ერთი ადგილიდან მეორეზე, რომ ვიხტუნავო" - თემურ თათარაშვილი კრიტიკოსებს პასუხობს და განმარტავს რატომ უჭერს მხარს გიორგი გახარიას
თემურ თათარაშვილი იმ ცნობილი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც 20-21 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, შს მინისტრს გიორგი გახარიას მხარი დაუჭირეს და ვიდეოც კი ჩაწერეს.

თათარაშვილის მხარდაჭერას სოციალურ ქსელში კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა და მას ის პერიოდი გაახსენეს, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნარკოდანაშაულზე დააკავეს.

ერთ-ერთი, ვინც მას ბარიგა უწოდა, ცნობილი ტელესახე გიორგი ნაზღაიძე გახლდათ.

როგორც ჩანს, თემურ თათარაშვილი კრიტიკოსებმა გააღიზიანეს და სოციალურ ქსელში რამდენიმე მოკლე სტატუსიც დაწერა.
“დაიწყეს უკვე ჩემი ლანძღვა, იმიტომ რომ ვთქვი გახ
არია არ უნდა გადადგეს. მკიდია“.

„ბანძი რომ გაგლანძღავს და შენ გასცემ პასუხს შენც ბანძი ხარ !!! ჭიტა“.

ამ სტატუსების დაწერის შემდეგ, „რეიტინგი“ მომღერალს დაუკავშირდა და შეეცადა, უფრო კონკრეტულად მიეღო მისგან პასუხი, რატომ უჭერს მხარს გიორგი გახარიას და რას პასუხობს კრიტიკოსებს.

- ამ პოზიციაზე ვარ დიდი ხანია. „პრასტიტუტკა“ არ ვარ ერთი ადგილიდან მეორეზე, რომ ვიხტუნავო. რატომ უნდა დავუჭირო „ნაცებს“ ან სხვას მხარი, როცა ჩემი ოჯახის წევრს დიაბეტი დამართეს და დღეში 5-6-ჯერ იკეთებს ინსულინს.

- თქვენი ვიდეომიმართვის შემდეგ, ხალხმა გაგახსენათ ის პერიოდი, როდესაც ნარკოდანაშაულზე დაგაკავეს და ასევე ის მოქალაქეები შეგახსენეს, რომლებმაც აქციის დაშლისას თვალი დაკარგეს, ამაზე რას იტყვით?

- მახსენონ, მერე რა მოხდა. ჩემს შვილს რომ დიაბეტი დაემართა, ვინმე მოვიდა იმ მიტინგიდან და გვერდით დამიდგა?

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
www
რაიო ვინ არ ვარო? .)))
13:33 / 07-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ექვთიმე
ეს რომ იტყვის ხტუნაობა არ მეხერხებაო!კალაძე არ დეგეკარგოს ძმაკაცი!
11:12 / 07-07-2019
გამოხმაურება / 0 /
მიხო
კარგადა თქვი შენ თავზე რაცა თქვი კაკ რაზ.
21:25 / 06-07-2019
გამოხმაურება / 0 /
შე ცუღლუტო
პეპელა ხომ ხარ..!
12:10 / 06-07-2019
გამოხმაურება / 0 /
)))
წამლის ბარიგა?
19:08 / 05-07-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS