05 ივლისი, 2019
ზურა ხაჩიძე საყვარელ საქმეზე უარს ვერ ამბობს და "ქუჩის ბიჭებთან" ერთად გრანდიოზული კონცერტი ჩაატარა
მომღერალი ზურა ხაჩიძე რამდენიმე კვირის წინ, სახელმწიფო სამსახურში დასაქმდა. ის სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორის მესამე მოადგილე გახდა.

"ქუჩის ბიჭების" წევრი ბორჯომელია და შესაბამისად, რეგიონის პრობლემებს კარგად იცნობს. სამცხე-ჯავახეთის კუთხეში ის არაერთი კულტურული ღონისძიების განხორციელებას გეგმავს.

"AMBEBI.GE"-თვის მიცემულ ინტერვიუში, თანამდებობაზე ახლადდანიშნულმა ზურა ხაჩიძემ განაცხადა, რომ სიმღერაზე დროებით უარის თქმა მოუწევდა, თუმცა, როგორც ჩანს, საყვარელ საქმეს მაინც ვერ უღალატა და რამდენიმე დღის წინ, ბათუმში "სოჰოში" "ქუჩის ბიჭებთან" ერთად კონცერტი გამართა.

კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა, რასაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოებიც
მოწმობს.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
დეა
მაგარი ბიჭები არიან ,ცარმატებები როგორც ხელოვნების დარგში ასევე სახელნციფო სამსახურში !!!!!!!
11:43 / 06-07-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS