05 ივლისი, 2019
"გამოვხატავთ აღშფოთებას, რა ფორმითაც დაშალეს აქცია" - ბაჩო ქაჯაიას მიმართვა გადაცემაში
პირ­ვე­ლი არ­ხის გა­და­ცე­მის „ღა­მის შოუ პირ­ველ­ზე“ წამ­ყვა­ნი ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო პრო­ტესტს შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფ­თან ერ­თად უერ­თდე­ბა, ბაჩო ქა­ჯა­ი­ამ ამის შე­სა­ხებ გა­და­ცე­მის მო­ნო­ლოგ­ში ისა­უბ­რა და აქვე აღ­ნიშ­ნა, რომ ეს სე­ზო­ნის ბოლო გა­და­ცე­მაა.

"მე და ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი ვუ­ერ­თდე­ბით იმ სა­მარ­თლი­ან პრო­ტესტს, რო­მე­ლიც გა­მო­იწ­ვია 20 ივ­ნისს პარ­ლა­მენ­ტში რუსი ოკუ­პან­ტე­ბის მის­ვლამ.

ასე­ვე, მინ­და გა­მოვ­ხა­ტო ჩვე­ნი აღ­შფო­თე­ბა, რა ფორ­მი­თაც მოხ­და იმა­ვე სა­ღა­მოს აქ­ცი­ის დაშ­ლა და მინ­და, ყვე­ლა და­შა­ვე­ბულს მალე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა ვუ­სურ­ვო - რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო, ასე­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან.

დღეს
„ღა­მის შოუ პირ­ველ­ზე“-ს სე­ზო­ნის ბოლო გა­და­ცე­მაა. შე­სა­ბა­მი­სად, მე ეთე­რი­დან გემ­შვი­დო­ბე­ბით და აქვე - მინ­და გი­თხრათ, რომ ვუ­ერ­თდე­ბი ძა­ლი­ან კარგ კამ­პა­ნი­ას „გა­ა­ტა­რე ზა­ფხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში“. იმე­დი მაქვს, ქვე­ყა­ნა­ში მდგო­მა­რე­ო­ბა მალე დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა, ბევ­რი თქვენ­გა­ნი შე­მო­უ­ერ­თდე­ბა ზე­მოხ­სე­ნე­ბულ კამ­პა­ნი­ას და ერ­თმა­ნეთს შევ­ხვდე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში", - გა­ნა­ცხა­და ბაჩო ქა­ჯა­ი­ამ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS