მონაწილეთა და მაყურებელთა წინაშე ანსამბლი „ქალილო“ წარდგება სიმღერით „ბახტრიონიდან“.
დუშელთა საგულშემატკივროდ სტუდიაში სპეციალურად მივიდა დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკი, მან მოთამაშეებს წამყვანთან ერთად რამდენიმე კითხვა დაუსვა და წარმატებული ინტელექტუალური ასპარეზობა უსურვა.
თამაშის დაწყებამდე
ვინ მოიპოვა გამარჯვება და რით დაჯილდოვდა ახალგაზრდა დუშელი ინტელექტუალი, ამას 22 მარტს შეიტყობთ, „ეტალონი“ „პირველი არხის“ ეთერში 19:00 სთ-ზე დაიწყება.




















