05 ივლისი, 2019
ნინო სუხიშვილმა გეები დაბლოკა – ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს!
შვედურ-ქართული ფილმის And Then We Danced რეჟისორმა, ლევან აკინმა, "გარდიან"-თან ინტერვიუში იმ დაბრკოლებების შესახებ ისაუბრა, რომელიც ფილმს საქართველოში შეექმნა.

აკინი პირდაპირ ამბობს, რომ გადაღებების დაწყებამდე ის სუხიშვილების ეროვნული ბალეტის ხელმძღვანელს, ნინო სუხიშვილს შეხვდა, რომელსაც ფილმის თემატიკა არ მოეწონა.
“ფილმის გადაღებამდე ჩვენ შევხვდით ქართული ეროვნული ბალეტის ხელმძღვანელს, ნინო სუხიშვილს, რომლის რეაქციაც იყო ასეთი: რატომ არ შეიძლება რომ მას გოგონა შეუყვარდეს? ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს! ჩვენ რეალურად შეგვეძლო, მისი დახმარება გამოგვეყენებინა, თუმცა, მან დახმარების შესაძლებლობა არ
მოგვცა. ეს ყველაფერი არ არის. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მან სხვადასხვა ცეკვის სტუდიებს მიმართა და მოცეკვავეები ფილმიდან დაბლოკა და რომ თუ ისინი ფილმში მონაწილეობას მიიღებდნენ, ცეკვის შესაძლებლობა აღარ ექნებოდათ”, — ამბობს აკინი.

აკინი საუბრობს იმაზეც, რომ სუხიშვილის ამ დამოკიდებულების შემდეგ, მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი ლოკაციის შეცვლაც მოუწიათ. ინტერვიუში ნახსენებია საქართველოს ეროვნული კინოცენტრიც, რომელმაც ფილმის თემატიკიდან გამომდინარე, არც მის შექმნაში მიიღო მონაწილეობა და არც კანში წასვლის დროს აღუთქვა მხარდაჭერა კინოსურათის შემოქმედებით ჯგუფს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 22 /
ნინი,
მომეწონა სუხიშვილიების დამოკიდებულება სახელმწიფრაშო ანსამბლი ზნეობასთან და ტრადიციებთან თანხვედრაში უნდა იყოს.
15:15 / 05-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ნატო
ნამდვილი საამაყო ქართველი ქალი ხართ ნინო! ვამაყობთ თქვენით!
15:06 / 05-07-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS