05 ივლისი, 2019
ნინო სუხიშვილმა გეები დაბლოკა – ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს!
შვედურ-ქართული ფილმის And Then We Danced რეჟისორმა, ლევან აკინმა, "გარდიან"-თან ინტერვიუში იმ დაბრკოლებების შესახებ ისაუბრა, რომელიც ფილმს საქართველოში შეექმნა.

აკინი პირდაპირ ამბობს, რომ გადაღებების დაწყებამდე ის სუხიშვილების ეროვნული ბალეტის ხელმძღვანელს, ნინო სუხიშვილს შეხვდა, რომელსაც ფილმის თემატიკა არ მოეწონა.
“ფილმის გადაღებამდე ჩვენ შევხვდით ქართული ეროვნული ბალეტის ხელმძღვანელს, ნინო სუხიშვილს, რომლის რეაქციაც იყო ასეთი: რატომ არ შეიძლება რომ მას გოგონა შეუყვარდეს? ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს! ჩვენ რეალურად შეგვეძლო, მისი დახმარება გამოგვეყენებინა, თუმცა, მან დახმარების შესაძლებლობა არ
მოგვცა. ეს ყველაფერი არ არის. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მან სხვადასხვა ცეკვის სტუდიებს მიმართა და მოცეკვავეები ფილმიდან დაბლოკა და რომ თუ ისინი ფილმში მონაწილეობას მიიღებდნენ, ცეკვის შესაძლებლობა აღარ ექნებოდათ”, — ამბობს აკინი.

აკინი საუბრობს იმაზეც, რომ სუხიშვილის ამ დამოკიდებულების შემდეგ, მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი ლოკაციის შეცვლაც მოუწიათ. ინტერვიუში ნახსენებია საქართველოს ეროვნული კინოცენტრიც, რომელმაც ფილმის თემატიკიდან გამომდინარე, არც მის შექმნაში მიიღო მონაწილეობა და არც კანში წასვლის დროს აღუთქვა მხარდაჭერა კინოსურათის შემოქმედებით ჯგუფს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 22 /
ქართველი
გენაცვალე ნინო
14:15 / 06-07-2019
გამოხმაურება / 0 /
status quo
სავსებით სწორია სუხიშვილი,ქართულ ცეკვებში გეის როლი არაა გათვალისწინებული,ეს მხოლოდ კინტოების ცეკვებშია,კინტოები კი ქართველები არ იყვნენ.
13:39 / 06-07-2019
გამოხმაურება / 0 /
joni
რას ამბობთ, კავკასიაში გეები არ არსებობენ, მითუმეტეს მოცეკვავეები
09:27 / 06-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ტოტო
გაუგებარია,ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობსო. თუ კინტაური, ქართულ,თუნდაც თბილისურ ფოლკლორად ჩაითვლება გარკვეულწილად არ არის გეების ცეკვა ...?
07:32 / 06-07-2019
გამოხმაურება / 0 /
kato
აბა ნინო უფალი შეგეწიოს გმირული სული გქონია
18:59 / 05-07-2019
გამოხმაურება / 0 /
Natashka
რატომ დამიბლოკეთ სიმართლე არ მოგეწონაათ თუ გეებს ვერ აწყენინებთ . ბრძანება გაქვთ ალბათ ეგეთი....ნინოს კიდევ ერთხელ მადლობა სუხიშვილების სახელის დაცვისათვის
17:12 / 05-07-2019
გამოხმაურება / 0 /
თათია
გაიხარეთ ნინო ღმერთმა დაგლოცოთ მაგალითის მიმცემი ხართ ბევრისთვის ესაა ნამდვილი ქაეთველობა და მართლმადიდებლობა
16:53 / 05-07-2019
გამოხმაურება / 0 /
Natashka
ყოჩაღ ნინო. სუხიშვილები ქართული ეროვნების სიმბოლოა თავისი წარსულით და დიდი ისტორიით. ავადმყოფებს სარეკლამოდ არ უნდა გამოაყენებინოს დიდი ილიკოს და ნინოს შეუდარებელი სახელი.
16:47 / 05-07-2019
გამოხმაურება / 0 /
მარი ხუანა
ოქროს გოგო!
16:31 / 05-07-2019
გამოხმაურება / 0 /
mmm
ძალიანაც კარგი, ვენაცვალე ქალობაში! თქვენც ადექით და გეები აცეკვეთ, სუხიშვილებისგან რა გინდათ? რა სანახაობა იქნება კაცი კაცს რომ წაახტება?! ვახ, ვახ, ვახ.
15:50 / 05-07-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS