04 ივლისი, 2019
გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა - "ვერ დავეხმარეთ, ვერ გავუგეთ და გაგვიფრინდა..."
51 წლის ასაკ­ში ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გი­ორ­გი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მსა­ხი­ობ­სა და ტე­ლე­წამ­ყვანს მძი­მე სენ­თან ბრძო­ლა უწევ­და. მას მო­უ­ლოდ­ნე­ლად სიმ­სივ­ნე აღ­მო­უ­ჩი­ნეს, რის გა­მოც ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის რამ­დე­ნი­მე კურ­სი ჩა­ი­ტა­რა.

მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ბას­ტი-ბუ­ბუს ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, თამ­რი­კო სხვი­ტა­რი­ძე წერს:

"აი, ნამ­დვი­ლი სა­დარ­დე­ბე­ლი რა არის - წა­ვი­და ამ ცხოვ­რე­ბი­დან ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც კი­დევ ბევ­რი კარ­გი რა­მის გა­კე­თე­ბა შე­ეძ­ლო. ვერ და­ვეხ­მა­რეთ, ვერ გა­ვუ­გეთ და გაგ­ვიფ­რინ­და.... გო­გი­ჩა გარ­და­იც­ვა­ლა. ვუ­სამ­ძიმ­რებ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს და მეც ვი­ღებ სამ­ძი­მარს", - წერს სხვი­ტა­რი­ძე.

გი­ორ­გი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე
თა­ო­ბის­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლი და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. მის სა­ბავ­შვო გა­და­ცე­მებ­ზე რამ­დე­ნი­მე თა­ო­ბა გა­ი­ზარ­და, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე", "ბას­ტი-ბუ­ბუ­ში".

ორი წლის წინ გო­გი­ჩა ჟურ­ნალ „სარ­კეს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ბო­და:

"თმა გამ­ცვივ­და და წვე­რი მო­ვუშ­ვი. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა პი­რი­ქით იყო, თმა მქონ­და და გა­პარ­სუ­ლი დავ­დი­ო­დი... მოკ­ლედ იმი­ჯი ბუ­ნებ­რი­ვად შე­მეც­ვა­ლა. ბავ­შვო­ბი­დან არ მიყ­ვარ­და ქი­მი­ის გაკ­ვე­თი­ლი, მაგ­რამ ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის გა­კე­თე­ბა ექ­ვსჯერ მო­მი­წია და ქი­მი­ა­საც და­ვუ­ახ­ლოვ­დი.

ახლა გა­დას­ხმებს ვი­კე­თებ, მაგ­რამ კარ­გად ვარ. მად­ლო­ბა ღმერ­თს და მად­ლო­ბა ექი­მებს, მე­გობ­რებს", - ყვე­ბო­და გი­ორ­გი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ში.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ტარას ბულბა ტკიბულსკი
ვიზიარებ სასიამოვნო ადამიანი იყოოო :( :( :(
13:14 / 04-07-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS