02 ივლისი, 2019
თემურ ყვითელაშვილი დაბადების დღეს გრანდიოზულად გადაიხდის
ვირტუოზი გიტარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი თემურ ყვითელაშვილი 4 ივლისს სოლო-კონცერტს გამართავს. ის მსმენელის წინაშე, შინაურულ გარემოში, განსხვავებულ ამპლუაში წარსდგება.

4 ივლისს,“ ნატვრის ხე“-ში თემურ ყვითელაშვილი დაბადების დღეს და აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ერთად აღნიშნავს.
ასევე გელით სიურპრიზი: წმინდა მიწიდან ჩამოტანილი ძაფების შებმა შესასვლელთან დარგულ ნატვრის ხესთან.

თემურ ყვითელაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გიტარისტია. მისი რეპერტუარი გამოირჩევა კლასიკური და თანამედროვე მუსიკალური ნაწარმოებების დიდი მრავალფეროვნებით, სირთულითა და ვირტუოზული დაკვრის მანერით. მას სოლო კონცერტები აქვს გამართული ყველა დიდი ქვეყნის ცნობილ
საკონცერტო დარბაზებში, ისეთებში როგორიცაა: „Carnegie Hall”, “Birdland”, „Iridium”(ნიუ-იორკი, აშშ)“, „La Ve Lee”, “The Baked Potato”(ლოს-ანჟელესი), „Дом Музыки”( მოსკოვი, რუსეთი) და სხვა. მუსიკოსი სხვადასხვა დროს იყო და არის მსოფლიო წამყვანი ბრენდების სახე, სხვადასხვა კონცერტზე სპეციალური სტუმრის სტატუსით გამოდიოდა ლეგენდარულ მუსიკოსებთან და გიტარისტებთან ერთად. ის მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილ გამოფენაში, ატარებს მასტერკლასებს, ლექციებს, თუმცა, სამშობლოს არასდროს ივიწყებს, ყოველწლიურად ატარებს კონცერტებს ფილარმონიის დიდ დარბაზში და ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, თანამშრომლობს ცნობილ ქართველ მუსიკოსებთან და შემსრულებლებთან. თემურ ყვითელაშვილი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998), არის თბილისისა და ახალციხის საპატიო მოქალაქე, მრავალი მსოფლიო კონკურსის ლაურეატი და გინესის რეკორდის მფლობელი-გიტარაზე შეუსვენებლივ დაკვრაში.
საღამოს თვითონ თემურ ყვითელაშვილი წარუძღვება, შესრულდება რამდენიმე ნაწარმოები მისი ახალი და ძველი ალბომებიდან.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS