01 ივლისი, 2019
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ჯანეტ ქერდიყოშვილიც ეხმაურება
ჯანეტ ქერდიყოშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

"ჩემო ძვირფასო მეგობრებო! ბევრმა თქვენგანმა უკვე იცის იმ სიტუაციის შესახებ, რაც დედაქალაქშია.
რთულია გაჩუმება და არ შეიძლება ამ ყველაფერს გაემიჯნო. მსურს გამოვხატო აღშფოთება, იმის შესახებ, რომ რუსული მასმედია ბევრ არასწორ ინფორმაციას აწვდის თავის მოქალაქეებს.
ჩემი მშობლები დაიბადნენ საქართველოში- აფხაზეთში.
სანკტ-პეტერბურგი არის ის ქალაქი, სადაც დავიბადე და ასევე სკოლის პერიოდშიც ვსწავლობდი.
ამ ქალაქთან ბავშვობაზე მეტი მაკავშირებს.
ეს ჩემთვის კიდევ უფრო მეტადაა მტკივნეული. საქართველო ის ქვეყანაა,
სადაც სხვადასხვა მრწამსის მქონე ხალხი ერთად მშვიდობიანად ცხოვრობს.
ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, აქ რუსი ტურისტებიც კი ყოველთვის უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს.
თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ ის ადამიანებიც, რომლებმაც საკუთარი ქვეყანა დატოვეს და აქ ცხოვრობენ. ეს იქნება არაბი, თუ თურქი.
ეს ის ხალხია, რომელთა წინაპრებიც ძველად საქართველოს არაერთხელ დაესხა თავს. ამის მიუხედავად მათ დღეს ხმლითა და ტანკით არავინ ებრძვის.
ეს იმიტომ ხდება, რომ ასეთია ხალხის მიდგომა.
ძალიან საწყენია, თუ ზოგიერთ ადამიანს ამ ყველაფრის გაგება არ სურს.
საქართველოში ოდითგანვე დიდსულოვანი და კეთილი ხალხი ცხოვრობდა და ახლაც ასეა.
დედა საქართველომ იცის, ვის როგორ დახვდეს.
ასე რომ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება- ვინც ჯერ არ ყოფილხართ და გსურთ რომ საქართველო ინახულოთ.
ჩემი აზრით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში არცერთ სხვა ქვეყანას არ ჰგავს და ამის შესახებ ისედაც კარგად იცით".

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ცისო
ასეთი სიძულვილის ენაზე ქართველი ქართველს რომ ელაპარაკება ის რაა? ერთმანეთი რომ უნდა გვიყვარდეს ჯერ ესაა აუცილებელი.
17:20 / 01-07-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS