რია ქებურია პროფესიით დიზაინერია, შესაბამისად, მისი პროფესიის გავლენა საქორწინო პროგრამასაც ეტყობოდა.
რია ქებურიას ქორწილის გაფორმებაზე რუსეთიდან მოწვეულმა დიზაინერმა იზრუნა. სტუმრებს შორის წყვილის უახლოესი მეგობრები იყვნენ.
სტუმრებს შორის იყვნენ ლიკა ევგენიძე, კრისტი ყიფშიძე და სხვა ცნობილი ადამიანები.
რაც შეეხება მილიონერის ქალიშვილის რჩეულს, ის რუსეთში მცხოვრები მანუჩარ მანაგაძეა, რომელზეც რიამ ერთი წლის წინ იქორწინა და წყვილს
მანუჩარი და რია ქორწილში წითელი მანქანით მივიდნენ, პატარძალს სადა და არაორდინალური კაბა ეცვა.
რაც შეეხება პატარძლის ძმას, ბიზნესმენ თოშა ქებურიას, ის დარბაზში მისი საყვარელი ტრანსპორტით მოტოციკლეტით შევიდა, რომელიც ბუშტებით იყო გაფორმებული, რა დროსაც დარბაზში ბუკა მანაგაძის სიმღერა "მენატრება ბავშვობა" ჩაირთო.
ქორწილისთვის საქართველოში ჩამოვიდა პოპულარული ჯგუფი Gipsy Kings, რომელმაც ცნობილი ჰიტები იმღერა.
ცერემონიალის დასრულების შემდეგ, ტრადიციულად გაჭრეს საქორწინო ტორტი, რომელიც უჩვეულო იყო და განათებები სულ სხვა ეფექტს აძლევდა.
ქორწილმა ტრადიციული ქართული ცეკვის გარეშეც არ ჩაიარა, სპეციალურ და არაორდინალურ ფორმაში გამოწყობილმა მოცეკვავეებმა ხორუმი შეასრულეს.
ქორწილი მეორე დღესაც გაგრძელდა, სტუმრებს ამჯერად ტრადიციული ქართული კერძებით და სიმღერებით გაუმასპინძლდნენ.