29 ივნისი, 2019
ნიკა ლომიძის და თეა გობეჯიშვილის ქალიშვილი კალიფორნიის ხელოვნების სკოლაში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა
საკონსულტაციო სააგენტო Trinity Aducation ფეისბუქმომხმარებლებს ამცნობს, რომ 15 წლის ნიტა ლომიძე ხელოვნების სკოლაში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა.

“მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი უნიჭიერესი სტუდენტი, ნიტა ლომიძე, სწავლას განაგრძობს კალიფორნიაში, აშშ-ს წამყვან კერძო სკოლა-აკადემიაში, Idyllwild Arts Academy. აკადემიის მიმღები საბჭოს გადაწყვეტილებით, ნიტას მიენიჭა პრესტიჟული სასწავლო სტიპენდია (Scholarship Award), რომელიც 50 000 $ აღემატება.

Idyllwild Arts Academy წლებია საშემსრულებლო ხელოვნების მიმართულებით მსოფლიოს საუკეთესო სასწავლებელთა შორის მოწინავე პოზიციებს იკავებს.

აკადემიური ბრწყინვალებით უმაღლესი A+ რეიტინგის მქონე აიდილვაილდის აკადემია, 2019 წელს
აშშ-ს საუკეთესო არტ სკოლათა შორის კვლავ პირველ ადგილზე მოექცა – The 1st position in the Best High Schools for the Arts in America (Niche, 2019).

სკოლის დასრულების შემდგომ, მოწაფეები აბარებენ ისეთ წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში, როგორებიცაა Julliard, Stanford, NYU, Emerson, ა.შ.”
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS