"ვინც მიცნობთ იცით რომ არასდროს ვყოფილვარ არც "ნაცი" და არც "ქოცი", ამ ადამიანის შემოღებული და გამკაცრებული რამოდენიმე კანონის სასტიკი წიმააღმდეგი ვარ, კერძოდ 223-ე მუხლის, მაგრამ ეს ის შემთხვევაა როცა უნდა ავღნიშნო, პირველ რიგში ის რო საერთოდ გვღირსებია შსს მინისტრისგან 2 საათიანი ახსნა განმარტებები, რა როგორ და რატომ მოხდა?? ვუსმენ მთელ ლაივის მიმდინარეობას, ვუყურებ მის სახეს, ხშირ შემთხვევაში მის აკანკალებულ სინანულით სავსე
აქციაზე მეთითონ ვიყავი და ფაქტი უდაოა რომ სადავეები ხელიდან გაექცა, ვგულისხმობ მის სპეცრაზმს, განსაკუთრებით რამოდენიმე არაადამიანს, თუმცა არ მახსენდება რიმელიმე მინისტრი, რომელსაც ასე ეღიარებინოს საკუთარი დანაშაული.არც ის მახსენდება რონელიმე დამჯდარიყოს ოპოზიციურ ჟურნალისტებთან ერთად და განეხილოს მისი წარსული ქმედებები. უდიდესი შეცდომა დაუშვა, ძალიან გული მტკივა იმ ადამიანებზე ვინც დაშავდნენ, მათ შორის ჩემი მეგობრებიც არიან და ორმაგად განვიცდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ გახარიას ადგილას რომ სხვა ნებისმიერი მინისტრი ყოფილიყო, ისეთ სიტუაციაში, როგორშიც ის აღმოჩნდა, სხვა რას იზავდა არავინ ვიცით. თუმცა თავისთავად, რაშიც ის დამნაშავეა უნდა დაისაჯოს და პასუხისმგებლობაც უნდა დაეკისროს შესაბამისი. ვფიქრობ რომ, ასეთი ძლიერი მინისტრი საქართველოს არ ყოლია... sorry but this is true".