პატრულთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
"სტატუსადაც დავწერ იმას რაც გუშინ მოხდა - გადაცემის დამთავრების შემდეგ სახლში მოვდიოდი მანქანით ყველანაირი წესის დაცვით - მალევე მაჩერებეს პატრული, ერთ-ერთმა მითხრა, რომ დიდი ხანია მომყვებოდნენ - ანუ სამსახურიდან გამომყვნენ (მერე მითხრეს, რომ "პროწივზე მოვდიოით და უკანა ფარი დავინახეთ ჩამქვრალი ჰქონდაო" ეს როგორ ხდება არ ვიცი, საპირისპირო მიმართულებიდან უკანა ფარის დანახვა).
ერთხელ იგივე პრობლემაზე პატრულმა გამაჩერა, გამაფრთხილა და ურთიერთპატივისცემით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. იგივე სცენარს ველოდი, მაგრამ მოდის ორი თანამშრომელი და მთხოვს ალკოტესტს - პირველად ჩემს ცხოვრებაში. ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი - მოვითხოვე ამეხსნა, რის გამო მაბარებინებდნენ ალკოტესტს, როცა საერთოდ არაფერი დამირღვევია და რა კავშირია ნათურის გადაწვასთან ალკოტესტი. ჩემთვის არანაირი პრობლემა არ იყო ამ ტესტის ჩაბარება, ჩავაბარე კიდეც და რასაკვირველია, წარმატებით - უბრალოდ დიდხანს, პრინციპულად მოვითხოვდი დასაბუთებას, რა გონივრული ეჭვის გამო მაბარებინებდნენ - პასუხი ერთი და იგივე, ფარი გაქვთ გადამწვარი - არ ვიცი, რა უნდოდათ - ეგონათ, რომ სტუდიაში წლის მაგივრად ალკოჰოლს ვსვამ - პროვოკაციაზე წამოვიდნენ, რაც გუშინდელი ძალიან მძიმე დღის და ჩემი გაჯიუტებას მიდრეკილი ხასიათის გამო სავსებით შესაძლებელი იყო, არ ვიცი, მე ასეთ პატრულთან ჯერ შეხება არ მქონია - ამათგან უკვე ყველაფერი მოსალოდნელია, ამიტომ ლაივი ჩავრთე - ყველაზე სასაცილო ამ ამბავში ის არის, რომ პირველად ჩავრთე ლაივი, ხმარებაც არ ვიცოდი წესიერად და ძირითადად ჩემი კბილები ჩანს - მაგრამ, აწი გვარმიასთან Nika Gvaramia გავივლი კურსებს და სრული პროფესინალიზმით მოვეკიდები ამ საქმეს.
პ.ს. ამ სტატუსს იმიტომ ვწერ, რომ მითხეს, რომ რამიშვილის ხელის ჭუჭყი უკრაინოლოგი დაათრევს ჩემი ლაივიდან ფოტოს . შემიძლია, გადამწვარი ფარის გამო გამოწერილი 15 ლარიანი ქვითარი სახეზე ავაფარო მას და ნებისიერ პროვოკატორს", - წერს კვესიტაძე.