27 ივნისი, 2019
როგორ შეიძლება მე ახლა რუსეთში წავიდე და ვიმღერო?- იქ წასვლაზეც უარს ვამბობ - ნანი ბრეგვაძე
გაგიჟებული ვარ ბოლო მოვლენების გამო. როგორ შეიძლება მე ახლა რუსეთში წავიდე და ვიმღერო?- მე მიწვეული ვარ იურმალას კონკურსზე და ოდესაში, იქ წასვლაზეც უარს ვამბობ, - ამის შესახებ მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ განაცხადა და უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ იგი რუსეთში კონცერტის გამართვას გეგმავს.

“რუსეთში კონცერტი არ მაქვს დანიშნული, გენაცვალე. შეამოწმეთ, სადაც გინდათ. ბოლო მოვლენების გამო, გაგიჟებული ვარ და როგორ შეიძლება მე ახლა იქ წავიდე და ვიმღერო? რას ლაპარაკობთ, როგორ გეკადრებათ?! მე მიწვეული ვარ იურმალას კონკურსზე
და ოდესაში და იქ წასვლაზეც უარს ვამბობ. ყაზახისტანშიც არის კონცერტი დაგეგმილი, ალბათ, უარს ვიტყვი იქ ჩასვლაზეც. მე ახლა სიმღერა ნამდვილად არ შემიძლია. არ წავალ!“, - განაცხადა ბრეგვაძემ.

წყარო: პრაიმტაიმი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
დუჩე
ყაზახისტანი არა, ქალბატონო ნანი, ყაზახეთი ...
15:54 / 27-06-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS