''რეიტინგი'' პირველი გახლდათ, რომელმაც ჟიურის პირველი წევრის ვინაობა გამოაქვეყნა. ეს გახლავთ ''არჩევანის'' წამყვანი, გიორგი გაბუნია, რომელიც მაყურებელს ''მაესტროდანაც'' ახსოვს, შესაბამისად, მას მუსიკალურ ტელევიზიასთან
ჩვენი საიტისთვის უკვე გახდა ცნობილი, თუ ვინ დაიკავებს ჟიურის წევრების დანარჩენ სამ სკამს - ესენი არიან მუსიკოსი, მომღერალი და ''რუსთავი-2''-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, სოფო ტოროშელიძე, მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი, რომელსაც, როგორც ჟიურის წევრს, საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს მიღებული ''ახალი ხმის'' სამ სეზონზე. მაყურებელს ძალიან დიდი სიურპრიზი ელის, ვინაიდან საბერძნეთში მოღვაწე ქართველი შემსრულებელი თამთა გოდუაძე იქნება ჟიურის მეოთხე წევრი.
შეგახსენებთ, თამთა ბერძნებმა არაერთხელ დაასახელეს საუკეთესო მომღერლად. ის პოპის ჟანრში მუშაობს. ცნობილია ძალიან თამამი და ექსტრავაგანტური ჩაცმულობით. თამთა დიდი ხანია, საბერძნეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი სიმღერები ამ ქვეყნის ჩარტებში მუდმივად მოწინავე პოზიციებს იკავებს.
თამთა 1981 წლის 10 იანვარს საქართველოში დაიბადა. ხუთი წლიდან დაიწყო სიმღერა, სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას, ბალეტს. საქართველოში გახდა მუსიკალური კონკურსების გამარჯვებული. აქვე მიიღო უმაღლესი განათლებაც, უცხო ენათა ინსტიტუტში რუსული და ინგლისური ენები შეისწავლა, ხოლო 22 წლისამ საბერძნეთს მიაშურა ბედის საძიებლად. აღსანიშნავია, რომ მას თან ახლდა შვილი, რომელიც ძალიან ადრე, 14 წლისამ გააჩინა.
საბერძნეთში მისი კარიერია შოუდან ''სუპერ აიდოლი'', დაიწყო, სადაც მეორე ადგილი დაიკავა. იმავე წელს გამოჩნდა მისი პირველი სინგლი, რომელიც რადიოჰიტად იქცა.
თამთა გოდუაძეს ქართულ აუდიტორიასთან ხშირი შეხება სწორედ ''X-ფაქტორის'' შოუზე მოუხდება პირველად. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები ახალ შოუში და რით დაგვამახსოვრებენ თავს ჟიურის წევრები.




















